შოტლანდიელ ენდი მარის ავსტრალიის ღია პირველობაზე თრილერები „დაებედა“. ბრიტანელმა პირველ წრეში „როდ ლეივერ არენაზე” იტალიელ მატეო ბერეტინი 4 საათისა და 54 წუთის შემდეგ 6:3; 6:3; 4:6; 6:7; 7:6 დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში კიდევ უფრო რთული და ხანგრძლივი (5 საათი და 50 წუთი) ბრძოლა გადაიტანა მასპინძელ თანასი კოკინაკისთან – 4:6; 6:7; 7:6; 6:3; 7:5. გადამწყვეტი გამოდგა...
