პარიზის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ნოელ ლე გრეს წინააღმდეგ, სექსუალური შევიწროების ბრალდებით.
წყაროს ცნობით, 81 წლის ლე გრეს საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის აგენტი სონია სუიდი ფსიქოლოგიურ და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, 2014 წელს ფედერაციის ხელმძღვანელმა ის შინ მიიწვია, საქმეზე მოსალაპარაკებლად. თუმცა ოთახში შესულს მაგიდაზე შამპანურის ბოთლი და ორი ჭიქა დახვდა. ლე გრე მისკენ გაემართა, მაგრამ გოგონამ გაქცევა მოასწრო.
მანამდე ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის მიმართ უპატივცემულო გამონათქვამების გამო გაათავისუფლეს.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
