ზომერი ბაიერნში

Home კატეგორიის გარეშე ზომერი ბაიერნში
ზომერი ბაიერნში

No description available.შვეიცარიის ნაკრებისა და „გლადბახის“ მეკარე იან ზომერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.

ზომერი უკვე გაემგზავრა მიუნხენში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „რეკორდმაისტერი“ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუნხენელებს ეს გარიგება 8 მილიონი ევრო (პლუს 1,5 მილიონი ბონუსების სახით) დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ მეკარის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მანუელ ნოიერმა თხულამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და ხანგრძლივი დროით გამოაკლდა გუნდს.

34 წლის ზომერმა მიმდინარე სეზონში „გლადბახში“ 11 მატჩი ჩაატარა და კარი მშრლად ოთხჯერ შეინახა.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.