წელი: 2023

Home 2023
სპალეტი: ოსიმენს მოედანზე მანქანით უნდა თამაში
ჩანაწერი

სპალეტი: ოსიმენს მოედანზე მანქანით უნდა თამაში

„ლეჩესთან” 2:1 მოგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე კარგი განწყობით შევიდა. მან იხუმრა, იმედიანად ილაპარაკა, მაგრამ სიტყვა სკუდეტო არ წამოსცდენია, რადგან ეტყობა ცრუმორწმუნეა. *** დღევანდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. დღეს მოპოვებული სამი ქულა უკვე მშვიდად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. „მილანთან” წაგების შემდეგ, ამ შეხვედრაში, თან სტუმრად, დიდი საშიშროების წინაშე...

მატჩის შემდეგ: მთავარია სამი ქულა და გუნდური სული
ჩანაწერი

მატჩის შემდეგ: მთავარია სამი ქულა და გუნდური სული

სერია A-ს 29-ე ტურის ემოციებით სავსე შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ლეჩესთან” 2:1 მოგება მოახერხა. „ვია დელ მარეზე” ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. მეორე ტაიმში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ძლიერ არ გაუმართლათ, როდესაც ანტონინო გალომ თავის მეკარეს ვლადიმირო ფალკონეს თავური გაუტანა. „ნაპოლიმ” ცუდად ითამაშა. რამდენიმე დღეში, „სან სიროზე”, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარტენოპეელებს” სულ...

სანდრო იგებს, გოგა აგებს
ჩანაწერი

სანდრო იგებს, გოგა აგებს

NBA-ში მორიგი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდებმა. „სან ანტონიო სპურსმა“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 129:127 დაამარცხა, „ორლანდო“ კი, „კლივლენდს“ ესტუმრა და 94:118 წააგო. „სპურსმა“ პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში, სადაც სულ ოთხ მატჩს გამართავს. მამუკელაშვილი ამჯერად საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.03 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 7 მოხსნა, თითო პასი და...

ნაპოლისთან იუვეს ულტრასები არ იქნებიან
ჩანაწერი

ნაპოლისთან იუვეს ულტრასები არ იქნებიან

„იუვენტუსის” სტადიონზე სამხრეთის ტრიბუნა, სადაც ულტრასები იკრიბებიან, 23 აპრილს ცარიელი იქნება — ასეთი განაჩენი გამოუტანა იტალიის ფეხბურთის ფედერაცის სადამსჯელო ორგანომ ტურინელ ქომაგებს რომელუ ლუკაკუს გინებისთვის. 23 აპრილს „ბებერი ქალბატონი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. რაც შეეხება ლუკაკუს ინციდენტს, ის „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის დროს მოხდა. ეს იყო იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა. ბელგიელმა თავდამსხმელმა...

სპალეტი: „მილანს” მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი…
ჩანაწერი

სპალეტი: „მილანს” მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი…

„ლეჩესა” და „ნაპოლის” 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელიც დღეს „ვია დელ მარეზე” გაიმართება,  „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ პრეს-კონფერენცია გამართა. „სრულყოფილი არავინ არის. როგორც ყველას, ჩვენც გვაქვს ნაკლი. წინა ტურში ნეაპოლში ჩამოსულ „მილანს” როგორც ჩანს მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი ამ შეხვედრას ვუყურებდით, როგორც სათადარიგოს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ. გადამწყვეტი სწორედ ეს გამოდგა — სხვადასხვა მოტივაცია....

საქართველო – 77
ჩანაწერი

საქართველო – 77

თებერვალ-მარტის შედეგების გათვალისწინებით ფიფა-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრები77-ე ადგილამდე დაწინაურდა. 2022 წელი ჩვენებმა 78-ე ადგილზე დაასრულეს. მარტში კი ვილი სანიოლის გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს 6:1 მოუგო, ხოლო ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა ნორვეგიასთან ფრედ – 1:1 ითამაშა, შედეგად რეიტინგში 5,53 ქულა დაემატა და ერთი საფეხურით დაწინაურდა. ეს ბოლო 10 წელიწადში საქართველოს ნაკრების საუკეთესო...

დინამომ ხორვატებს ვერ გაუძლო
ჩანაწერი

დინამომ ხორვატებს ვერ გაუძლო

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების მორიგ ტურში თბილისის „დინამო“ შინ, „ოლიმპიკის“ აუზში სპლიტის „იადრანს“ დაუპირისპირდა. „დინამო“ პირველ წრეში „იადრანთან“ სტუმრად 7:21 დამარცხდა, თუმც საქართველოს ჩემპიონები ვერც 5 აპრილს გაუმკლავდნენ ხორვატებს. დეაინ სტანოიევიჩის გუნდმა, ამჯერად შვიდი ბურთი გაიტანა და 12 მიიღო. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ხორვატებმა 4:2 მოიგეს. „იადრანის“ წყალბურთელებმა მეორე პერიოდი...

ლეო ოსტიგორი: მერე რა, რომ ვარჯიშია. კვარა და ოსიმენი ამას ყოველ დღე იმეორებენ
ჩანაწერი

ლეო ოსტიგორი: მერე რა, რომ ვარჯიშია. კვარა და ოსიმენი ამას ყოველ დღე იმეორებენ

„ნაპოლის” მცველმა ლეო ოსტიგორმა იტალიურ Radio Kiss Kiss-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. საუბარი „მილანთან” 0:4 დამარცხებით დაიწყო. „ჩვენ გვინდა, რომ არასდროს დავმარცხდეთ, მაგრამ რაც მოხდა მოხდა და ახლა უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვების გზებს დავუბრუნდეთ და „ლეჩეს” მოვუგოთ. ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან” მოახლოებული დაპირისპირებისთვის საუკეთესო მომზადებაც ეს იქნება. მილანელებთან საბრძოლველად მზად ვართ, მაგრამ, მოდი ჯერ...

როგორ შეუშლის აზია ხელს ნაპოლის?
ჩანაწერი

როგორ შეუშლის აზია ხელს ნაპოლის?

კარგა ხანია ევროპულ საკლუბო ფეხბურთს აფრიკის თასი პრობლემად ექცა, 2024 წლის იანვრიდან კი მას აზიის თასის ახალი ფორმატიც დაემატება. იოლი მისახვედრია, რომ „ბებერი კონტინენტის” კლუბებს შუა სეზონში აფრიკელი და აზიელი ფეხბურთელების გაშვება არ აძლევთ ხელს. მაგალითად „ნაპოლი” განვიხილოთ. 2022-23 წლების ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, ლუჩანო სპალეტის გუნდს კი, როგორც იტალიაში წერენ, სკუდეტო გარანტირებული აქვს. მაგრამ...

მამარდაშვილს მელიები ეპარებიან…
ჩანაწერი

მამარდაშვილს მელიები ეპარებიან…

ინგლისური „სანის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ 22 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს. მას შემდეგ რაც ქართველმა ფეხბურთელმა მყარად მოიკიდა ფეხი ესპანეთის ჩემპიონატში, გასაკვირი არც არის, რომ მის მიმართ გრანდების მხრიდან ინტერესი გაიზარდა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულნი. როგორც „სანი“ წერს, ინგლისელებისთვის...