კარგა ხანია ევროპულ საკლუბო ფეხბურთს აფრიკის თასი პრობლემად ექცა, 2024 წლის იანვრიდან კი მას აზიის თასის ახალი ფორმატიც დაემატება. იოლი მისახვედრია, რომ „ბებერი კონტინენტის” კლუბებს შუა სეზონში აფრიკელი და აზიელი ფეხბურთელების გაშვება არ აძლევთ ხელს.
მაგალითად „ნაპოლი” განვიხილოთ. 2022-23 წლების ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, ლუჩანო სპალეტის გუნდს კი, როგორც იტალიაში წერენ, სკუდეტო გარანტირებული აქვს. მაგრამ რა მოხდება მომდევნო სეზონში, როდესაც იანვრის თვეში „აძურის” საუკეთესო მცველის, კიმ მინ-ჯაეს გაშვება მოუწევს?
აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ 2024 წლის აზიის თასის თარიღებად 12 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდი დათქვა.

