ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გაუძღვება38 წლის რუმინელი მსაჯი იშტვან კოვაჩი. თამაში საქართველოს დროით 23 საათზე „სან სიროზე” გაიმართება. კოვაჩს, რომელიც პროფესიით ბავშვთა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია, ჩემპიონთა ლიგაში იტალიური გუნდების მონაწილეობით სამი შეხვედრა განუსჯია. პირველად იტალიელებისა და რუმინელის გზები 2019 წლის 2 ოქტომბერს გადაიკვეთა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის მატჩი სწორედ...
წელი: 2023
დაგვეხმარე ვილი…
ესპანურ LIGA LEB PLATA-ში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელმა ვილი ისიანმა კლუბი შეიცვალა. ქართველი ფორვარდი აქამდე ესპანური ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ „მოლეში“ თამაშობდა. მისი ახალი კლუბი იმავე ლიგის „ჰოსპიტალეტია“, რომელმაც ჩემპიონატის აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის განაგრძობს ბრძოლას და ვილისაც სწორედ ამად უხმეს, ლიგასი ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარეო. ჰოსპიტალეტელთა გადაწყვეტილებამ გაამართლა. ისიანმა ახალი კლუბში...
გაწითლებული ოქრი
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...
ნაპოლი არქეოლოგიის მუზეუმში
ნეაპოლში მზადდება საგანგებო გამოფენა, რომელიც მესამე სკუდეტოს გმირებს მიეძღვნება. ამ პროექტზე არც მეტი, არც ნაკლები ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი პაოლო ჯულერინი მუშაობს. „ჩვენ ვარჩევთ თემებს, სამახსოვრო ნივთებს და სხვა გამოსაფენ მასალას, — თქვა— ჯულერინიმ, — ეს ყველაფერი კი მიეძღვნება იმ გუნდის ლეგენდებს, რომლებიც ყველა რეკორდს ამხობენ”. საგამოფენო სივრცეში კლასიკური შედევრები მოდერნს შეუწყვილდება და ეს დიდ...
რა შემადგენლობით ითამაშებს ნაპოლი მილანში?
ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, „მილანი” – „ნაპოლი”, და იტალიური პრესისა თუ გულშემატკივრის ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს ამ მატჩთან დაკავშირებული დეტალები. ასე მაგალითად, ნეაპოლურ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელთა შორის ყურადღებით უნდა იყვნენ ჟუან ჟესუსი, კიმ მინ-ჯაე და მატეო პოლიტანო, რომელთაც წინა შეხვედრებში უკვე აქვთ მიღებული ყვითელი ბარათი და თუ ოთხშაბათს, „სან სიროზე”, რომელიმე მათგანს...
შავი ლომის აღმოჩენილი ამერიკა – 75:19!
პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ამერიკის აღმოსაჩენად ოკეანე გადალახა, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ჩავიდა და პირველივე მატჩში ფურორი მოახდინა – არგენტინული ფრენჩაიზი „დოგოს XV“ დაუნდობლად გაანადგურა – 75:19. ეს იყო „შავი ლომის“ დებიუტი სამხრეთამერიკულ ტურნეზე და რა დასამალია, ამერიკის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერის ასე დამცირებას ვერავინ იწინასწარმეყველებდა, მაგრამ 56-ქუიანი უპირატესობა ფაქტობრივი გარემოებაა და ამას ვერც არგენტინელები გაექცევიან...
როგორ იზეიმა კვარაცხელიამ
29-ე ტურში „ნაპოლიმ” ლეჩეში 2:1 გაიმარჯვა. ბევრის აზრით, „აძურის” ამ შეხვედრაში კარგად არ უთამაშია, მაგრამ მოიგო და მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას მასპინძლები მჭიდროდ მეურვეობდნენ. გულშემატკივარი, რომელიც ქართველისგან ყოველ შეხვედრაში ჯადოქრობას მოელის, ალბათ გულნაკლული დარჩა, თუმცა თუ მის თამაშს „ადამიანური” თვალით შევხედავთ, უკმაყოფილების საბაბი არ არის. ხვიჩას ბურთი ფაქტობრივად არ დაუკარგავს,...
სარი: წინ კიდევ 27 ქულაა
„ლაციომ” „იუვენტუსი” დაამარცხა 2:1 და სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზე მყარად დაფუძნდა — მართალია, „ნაპოლის” 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ „რომას” 5-ით უსწრებს. ამრიგად, რომაელებისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოცნების საგანს აღარ წარმოადგენს. მათი ამოცანა უკვე მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებაა. „ლაციოს” თავკაცმა მაურიციო სარიმ Dazn-ის მიკროფონის წინ „ბებერ ქალბატონთან” გამარჯვებასა და რამდენიმე სხვა საკითხზე ილაპარაკა....
სომხეთის ჩემპიონი კოტ-დ’ივუარიდან…
„თელავში“ კიდევ ერთი ახალწვეულია – გუნდში კოჯო ალფონსი ჩაირიცხა. „საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 29 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი კოჯო ალფონსი დაიცავს. ის გუნდში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის განცახდებაში. კოჯო ალფონსიმ კარიერა სამშობლოში, კლუბ „სტად აბიჯანში“ დაიწყო, 2011 წლიდან პორტუგალიაში გადავიდა და ითამაშა „შავეშში“, „მირანდელაში“, „ოლივეირენსეში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუსა“ და „ფეირენსეში“. 2018-2021 წლებში...
როგორ შეაფასეს კვარა
იტალიურ მედიაში ძალიან უყვართ ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებისთვის ნიშნების დაწერა და მათი თამაშის ორიოდ სიტყვით შეფასება. იგივე მოხდა „ლეჩესა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. თავისი შეხედულება არაერთმა პორტალმა დააფიქსირა. ჩვენ შევეცადეთ ერთად შეგვეკრიბა ის აბზაცები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსა და მის შეფასებას ეხებოდა. calciomercato — 5.5 პირველ ტაიმში მისგან ნაპერწკალი ვერ ვნახეთ....









