ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გაუძღვება38 წლის რუმინელი მსაჯი იშტვან კოვაჩი. თამაში საქართველოს დროით 23 საათზე „სან სიროზე” გაიმართება.
კოვაჩს, რომელიც პროფესიით ბავშვთა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია, ჩემპიონთა ლიგაში იტალიური გუნდების მონაწილეობით სამი შეხვედრა განუსჯია.
პირველად იტალიელებისა და რუმინელის გზები 2019 წლის 2 ოქტომბერს გადაიკვეთა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის მატჩი სწორედ „ნაპოლისა” და „გენკს” შორის, რომელიც ბელგიაში ნეაპოლელთა სამწუხაროდ 0:0 დასრულდა.
მეორე გადაკვეთა მოხდა 2021 წლის 17 მარტს. მერვედფინალში „ბაიერნმა” შინ 2:1 მოუგო „ლაციოს”. მაშინ „ბაიერნი” რომაულ გუნდს გაცილებით სჯობდა, რის დასტურიც გახლდათ პირველ შეხვედრაში ბავარიელთა მიერ „ოლიმპიკოზე” მოგებული 4:1, მაგრამ რომაულ თამაშთან კოვაჩს შეხება არ ჰქონია.
და მესამედ რუმინელი არბიტრი იტალიური გუნდის თამაშს 2021 წლის 28 სექტემბერს გაუძღვა. კვლავ ჯგუფური ეტაპი: „შახტარი”-„ინტერი” 0:0.
მიმდინარე გათამაშებაში კოვაჩმა 21 თებერვალს იმსაჯა მერვედფინალური შეხვედრა „ლივერპულსა” და „რეალს” შორის — 2:5.
კოვაჩი და „ნაპოლი” წინა სეზონშიც გადაიკვეთნენ, ოღონდ ეს ჩემპიონთა ლიგის თამაში არ იყო. ეს გახლდათ ევროლიგის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა „კამპ ნოუზე” „ბარსელონას” წინააღმდეგ — 1:1. კოვაჩი იყო აგრეთვე 2017 წელს ჩრდილო მაკედონიური „შკენდიასა” და „მილანის” საკვალიფიკაციო რაუნდის იმ შეხვედრის არბიტრი, რომელიც მაკედონიაში გაიმართა და „როსონერიმ” 1:0 მოიგო.
და ბოლოს სანაკრებო ფეხბურთის შესახებ. კოვაჩმა ბელფასტში იმსაჯა რობერტო მანჩინის „სკუადრა აძურას” შეხვედრა ჩრდილო ირლანდიასთან. თამაში დამთავრდა 0:0. ის ჩატარდა 2021 წლის 15 ნოემბერს და გახლდათ ყატარი 2022-ის შესარჩევი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
