29-ე ტურში „ნაპოლიმ” ლეჩეში 2:1 გაიმარჯვა. ბევრის აზრით, „აძურის” ამ შეხვედრაში კარგად არ უთამაშია, მაგრამ მოიგო და მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას მასპინძლები მჭიდროდ მეურვეობდნენ. გულშემატკივარი, რომელიც ქართველისგან ყოველ შეხვედრაში ჯადოქრობას მოელის, ალბათ გულნაკლული დარჩა, თუმცა თუ მის თამაშს „ადამიანური” თვალით შევხედავთ, უკმაყოფილების საბაბი არ არის. ხვიჩას ბურთი ფაქტობრივად არ დაუკარგავს, პირველი პასით მონაწილეობა მიიღო მეორე გოლში და ასე შემდეგ.
ზემოთ ვთქვით, რომ „ნაპოლისთვის” ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიდეო, რომელმაც იტალიაში სოციალური ქსელები მოიარა, ამის დასტურია. შეხედეთ, როგორ ზეიმობს კვარაცხელია კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს გოლს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
