ლისაბონში უეფა-ს 47-ე კონგრესი გაიმართა, რომელზეც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად მომდევნო ოთხი წლით ისევ ალეკსანდრ ჩეფერინი აირჩიეს. არჩევნებში სლოვენიელ ფუნქციონერს კონკურენტი არ ჰყავდა. იგი უეფას 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. „ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. მომავალი ოთხი წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები არავის გავუცრუო”, – განაცხადა ჩეფერინმა არჩევის შემდეგ. ალეკსანდერ ჩეფერინმა უეფა-ს პრეზიდენტის...
წელი: 2023
წყვილი წაგება
სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიო“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ფინიქსს“ ეთამაშა და 21 ქულით – 94:115 დამარცხდა. ჩვენებური NBA-ს გაუშინაურდა და სტაბილურ კალათბურთელად იქცა. სანდრომ პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გრეგ პოპოვიჩის გუნდს რეგულარულ...
შავ-თეთრი ამბები ტურინიდან
ტურინში კარგ ამბავზე ვიყავი. წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია იხსნება და საბოლოო მოლაპარაკების გასაშუქებლად გამიშვეს მივლინებით. ხუთნი ვიყავით: მამუკა ხაზარაძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, მისი მოადგილე თამარ ბელქანია, ჩემი ოპერატორი და მე. მიხარია, რომ მეც ვიყავი „იუვენტუსის“ სათაო ოფისის შეხვედრათა დარბაზში, სადაც საბოლოო შეთანხმება გაფორმდა. თუმცა ეს ცალკე ამბავია და როგორი იქნება „იუვენტუსის“ წალენჯიხური აკადემია, სჯობს, დაწვრილებით...
სასტარტოში ელმასი იქნება?
პარასკევს, 7 აპრილს, „ნაპოლი” სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრას ლეჩეში ჩაატარებს და სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება ელიფ ელმასი ვიხილოთ. ეს ინფორმაცია ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” გაავრცელა. არცთუ იშვიათად, მოედანზე ელმასის შესვლა მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას ნიშნავს, მაგრამ ამჯერად ლაპარაკია ჩრდილო მაკედონიელის ნახევარდაცვაში თამაშზე. გამოცემა ვარაუდობს, რომ ელმასი შემადგენლობაში ჟელინსკის ან ანგისას ნაცვლად იქნება. მიმდინარე ჩემპიონატში ჩრდილო...
ლუკაკუს აგინეს, ლუკაკუმ აგინა, ლუკაკუ გააგდეს, ფრე — 1:1
ესეც იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი: გამართული ტაქტიკური ბრძოლა ბოლო წუთებამდე და ვნებათაღელვა შეხვედრის მიწურულს. ანგარიში 83-ე წუთზე იუვენტუსელმა ხუან კუარდადომ გახსნა, 90+5 წუთზე კი „ინტერის” ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პენალტით გაათანაბრა, რასაც გაწევ-გამოწევა და წითელი ბარათები მოჰყვა. მიზეზი: ლუკაკუმ ცალი ხელით ტურინელ ულტრასებს ხმის ჩაკმენდა უბრძანა, მეორეთი კი სამხედრო სალამი გამოხატა. გარდა ამისა, ლუკაკუმ...
პოლიტანოს სასჯელი ელის
„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის მატეო პოლიტანოს საქმეს იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გაარჩევს. მიზეზი: პოლიტანომ კვირას, „მილანთან” შეხვედრაში, მეტოქე გუნდის გულშემატკივარს უხამსი ჟესტი აჩვენა. პოლიტანოს საამისო მიზეზი ჰქონდა — მილანელი გულშემატკივრები ტრიბუნიდან მას მეტად ბილწად შეურაცხყოფდნენ. „პარტენოპეელმა” თავი ვერ შეიკავა. როგორც ითქვა, ფედერაციაში შეისწავლიან ფოტო და ვიდეომასალას. არ არის გამორიცხული ფეხბურთელს ჯარიმა აკმარონ, თუმცა შეიძლება დისკვალიფიკაციაც მიუსაჯონ, ოღონდ...
გასახდელი დერეფანში
გრემ პოტერის გუნდში მუშაობის დროს, „ჩელსის“ ფეხბურთელების რაოდენობის პრობლემა გაუჩნდა. როდესაც „ჩელსიში“ ტრავმების პრობლემა მოგვარდა, მოთამაშეთა რაოდენობა ზოგჯერ 33-40-საც აღწევდა. ამისდაკვალად, ლონდონელებს გასახდელის ხელახალი აღჭურვა მოუწიათ, რათა ადგილების რაოდენობა გაეზარდათ. ამ მომენტამდე, ზოგიერთი ფეხბურთელი იძულებული გახდა დერეფანში გამოეცვალა ტანისამოსი და გუნდის კრების დროს იატაკზე დამჯდარიყო. „ჩელსიმ“ 2 აპრილს გამოაცხადა პოტერის გუნდის მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ....
კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ. არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან...
რომი თელავშია…
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. კლუბი 24 წლის თავდამსხმელ დავით მუჯირს, 25 წლის მცველ მორის ნუსუევსა და 26 წლის ნახევარმცველ ნიკა ქორიძეს დაემშვიდობა. ცნობილია, რომ დავით მუჯირი კარიერას ქობულეთის „შუქურაში“ გააგრძელებს. ამავე დროს, „თელავმა“ სლოვენიელი მცველი მატია რომი დაიმატა. 24 წლის მატია რომის კარიერა სლოვენიურ კლუბ „დომჟალეში“ 2016 წელს...
7 ქართველი ევროთასებზე
გასულ უქმეებზე რაგბი დუღდა: ევროპულის საკლუბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო. ჩემპიონთა თასი აქ ქართველებს არ უთამაშიათ, არადა მთავარი ევროთასის მერვედფინალში ქართველთა ხუთმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა, სანდრო ქუნთელიას „ლა როშელმა“ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ – 29:26. ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერმა“ მეორე ირლანდიურ ფრენჩაიზ „ალსტერს“ დამაჯერებლად აჯობა – 30:15. აი, ნიკა აბულაძის ახალ...









