„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის მატეო პოლიტანოს საქმეს იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გაარჩევს. მიზეზი: პოლიტანომ კვირას, „მილანთან” შეხვედრაში, მეტოქე გუნდის გულშემატკივარს უხამსი ჟესტი აჩვენა. პოლიტანოს საამისო მიზეზი ჰქონდა — მილანელი გულშემატკივრები ტრიბუნიდან მას მეტად ბილწად შეურაცხყოფდნენ. „პარტენოპეელმა” თავი ვერ შეიკავა.
როგორც ითქვა, ფედერაციაში შეისწავლიან ფოტო და ვიდეომასალას. არ არის გამორიცხული ფეხბურთელს ჯარიმა აკმარონ, თუმცა შეიძლება დისკვალიფიკაციაც მიუსაჯონ, ოღონდ ეს უახლოეს ტურში არ მოხდება. პოლიტანოს ასეთივე რამ „ინტერში” თამაშის წლებშიც (2018-2021) გაუკეთებია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
