ლისაბონში უეფა-ს 47-ე კონგრესი გაიმართა, რომელზეც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად მომდევნო ოთხი წლით ისევ ალეკსანდრ ჩეფერინი აირჩიეს. არჩევნებში სლოვენიელ ფუნქციონერს კონკურენტი არ ჰყავდა. იგი უეფას 2027 წლამდე უხელმძღვანელებს.
„ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. მომავალი ოთხი წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები არავის გავუცრუო”, – განაცხადა ჩეფერინმა არჩევის შემდეგ.
ალეკსანდერ ჩეფერინმა უეფა-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე 2016 წელს მიშელ პლატინი შეცვალა. მეორედ ის 2019 წელს აირჩიეს და კონკურენტი მაშინაც არ ჰყოლია. ახლა მესამე წრეზე წავიდა.
ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უეფა-ს კონგრესმა ორგანიზაციის ახალი აღმასკომი დაამტკიცა, რომლის წევრადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც აირიეს.
