ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს სურდა შეექმნა შვილობილი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდიდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა და უკან დაიხია. ამით დაპირისპირება თითქოს უნდა ამოწურულიყო, მაგრამ არა: ოპოზიციამ გადაწყვიტა ინფანტინო ფეხბურთს მოაშოროს. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოებისთვის თავად პროექტი აღმოჩნდა მიუღებელი, ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომლისთვისაც ინფანტინო...
ჭდე: ალეკსანდერ ჩეფერინი
ჩეფერინი მარტო იყო…
ლისაბონში უეფა-ს 47-ე კონგრესი გაიმართა, რომელზეც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად მომდევნო ოთხი წლით ისევ ალეკსანდრ ჩეფერინი აირჩიეს. არჩევნებში სლოვენიელ ფუნქციონერს კონკურენტი არ ჰყავდა. იგი უეფას 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. „ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. მომავალი ოთხი წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები არავის გავუცრუო”, – განაცხადა ჩეფერინმა არჩევის შემდეგ. ალეკსანდერ ჩეფერინმა უეფა-ს პრეზიდენტის...
სკანდალი ნეაპოლსა და პორტუში
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს „ნაპოლი” და „აინტრახტი” ხვდებიან, უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა აღშფოთება გამოთქვა იტალიური მხარის გადაწყვეტილებით, არ დაუშვას სტადიონზე სტუმარი გუნდის გულშემატკივარი. ამის შესახებ ჩეფერინმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ZDF-ს უთხრა. „თუკი ასეთი რამ კიდევ განმეორდება, თუკი გამოჩნდება მხარე, რომელსაც თავის ქალაქში წესრიგის უზრუნველყოფა არ შეუძლია, შეხვედრის ჩატარების ადგილს შევცვლით. ამას...
ჩეფერინი სუპერლიგამ დაღალა
როგორც ირკვევა, ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად მხოლოდ „ინტერმა“ დატოვა. მილანური კლუბი ერთადერთია, რომლის ხელშეკრულებაშიც იყო პირობა ტურნირის დატოვების შესახებ. სხვა 12 დამფუძნებელი კლუბიდან ასეთი შესაძლებლობა არავის ჰქონდა. შედეგად, სხვა 11 კლუბი ჯერ ისევ სუპერლიგის წევრები არიან. არადა, ტურნირიდან გასვლის შესახებ ყველამ საჯაროდ გამოაცხადა. ეს ყველაფერი ისევ აღიზიანებს უეფას პრეზიდენტ ალეკსანდრ ჩეფერინს. „სუპერლიგის ხსენებით უკვე დავიღალე. როდესაც...
უეფას უკბილო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ
ეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია. არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა. განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა....
უეფამ დანიას სიცოცხლე დაუფასა
დანიის ნაკრების კაპიტანს სიმონ კიაერსა და ამავე ნაკრების სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც კრისტიან ერიკსენს სიცოცხლე შეუნარუნეს, უეფას პრეზიდენტმა 2021 წლის საგანგებო ჯილდოები გადასცა. კიაერს ჯილდო „ლიდერის განსაკუთრებული თვისებების“ გამო მიაკუთვნეს. მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პირველი ტურის მატჩში, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, დანიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა, მინდორზე გონება დაკარგა. ექიმებმა შემდეგ თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო....





