„მილანმა” „ნაპოლი” დაზაფრა — 4:0 და რაც მთავარია მის თამაშში ბზარი გამოაჩინა. მართალია, „აძური” სერია A-ს კვლავ შთამბეჭდავად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც არის გასული, მაგრამ მისი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ბოლო ერთ თვეში „ლაციოს” თავკაც მაურიციო სარისთანაც დამარცხდა და „მილანის” თავკაც სტეფანო პიოლისთანაც. როგორც „კორიერე დელო სპორტის” მიმომხილველი ალესანდრო ბარბანო წერს, ორივემ მისი ერთი და...
წელი: 2023
მამარდას ორი ეპიზოდი და ვალენსიას ერთი ქულა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ახლა 27 ქულა აქვს, იმდენივე, რამდენიც ბოლოსწინა „ალმერიას” და მეთვრამეტე ადგილზე მყოფ „ესპანიოლს”. თუმცა, ვალენსიელთათვის ცხრილი მაინც ადრინდელზე ლამაზად ჩანს, რადგან ბურთების სხვაობის გამო მათი გუნდი გასავარდნი ზონის გარეთ წერია. უფრო ზემოთ კი „ვალიადოლიდსა” და „კადისს” 28 ქულა აქვთ. ერთი სიტყვით ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა. „ღამურების”...
ბათუმი დინამოს არ სცილდება
ეროვნულ ლიგაში ორთავჯანი გრძელდება. „დინამომ“ და „ბათუმმა“ ისევ მოიგეს და 16-16 ქულით კვლავ ცხრილის თავში არიან. „ბათუმმა“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა პაატა ღუდუშაურისა და სანდრო ალთუნაშვილის ულამაზესი გოლებით. ეს ამბავი 24-ე წუთამდე მოხდა, ანუ ზღვისპირელრებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. აი, „დინამოს“ კი „შუქურასთან“ გაუჭირდა. თავიდან აგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ დავით კობოურმა გაათანაბრა და გამარჯვებისა ჩემპიონებმა...
ლეაო: კვარა შესანიშნავ სეზონს ატარებს
„მილანმა” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 4:0. თანაგუნდელთაგან ორი გოლით თავი 23 წლის პორტუგალიელმა მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა. მე-17 წუთზე მან ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ზე თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე გოლი შეაგდო. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. მილანის გარედან უამრავი ხმა მოგვდიოდა, მაგრამ გამორჩეულად კარგად ვითამაშეთ. აი,...
როგორ ითამაშა ხვიჩამ?
სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ლიდერმა „ნაპოლიმ” „მილანთან” 0:4 წააგო. ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. გთავაზობთ მისი თამაშის რამდენიმე შეფასებას და კომენტარს. ილ მატინო — 5 ის დავიდე კალაბრიას ორიოდ ეპიზოდში დაუსხლტა, მაგრამ სივრცე ბოსნიელმა რადე კრუნიჩმა გადაუკეტა, რომელიც დროდადრო თანაგუნდელის დასაზღვევად უკან ჩადიოდა. კვარაცხელია ჰყავდათ ჩაკეტილი, მან...
სპალეტი: ამ დროს მალდინიმ ჩამიარა და…
ლუჩანო სპალეტიმ „მილანს” გამარჯვება მიულოცა — ნეაპოლში „როსონერიმ” შესანიშნავი ფეხბურთით 4:0 მოუგო სერია A-ს ლიდერ „ნაპოლის”. „მილანელებმა დიდებულად ითამაშეს. ძლიერად დაიწყეს და ყველაფრიდან, რის საშუალებაც მივეცით, სარგებელი ნახეს. როდესაც ჩვენ სივრცეების ძიებაში მოედანზე გავიშალეთ, მათ მდგომარეობა სწორად გამოიყენეს. ჩვენ კი საკუთარ შესაძლებლობებზე დაბლა აღმოვჩნდით. მდგომარეობის გამოსწორების ჟინით შეპყრობილი ბიჭები მთელ რიგ ეპიზოდებში კიდევ უფრო მეტად...
მამარდა და კიდევ ოთხი ვალენსიელი
ესპანური პორტალი plazadeportiva წერს, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ლა ლიგის პირველობა გრძელდება და „ვალენსია”, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, უმაღლეს ეშელონში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. „ღამურების” ახალ მწვრთნელს რუბენ ბარახას ახლა, როგორც არასდროს ისე სჭირდება ჯანმრთელი, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები. პორტალი წერს, რომ გუნდს ჰყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელსაც ტრავმის თუ სხვა...
დღევანდელი მატჩის შესახებ: ნაპოლი vs მილანი
ნეაპოლურმა „ილ მატინომ” „ნაპოლისა” და „მილანის” დღევანდელი დაპირისპირების წინ საინტერესო ფაქტები და მწვრთნელების პრეს-კონფერენციათა ციტატები გამოიტანა მკითხველის წინაშე. ჩოლიტოს დროა „მილანთან” ვიქტორ ოსიმენის გარეშე თამაში დეჟა ვიუს ელემენტს მოიცავს — ასეთი რამ მეტოქეების პირველი ტურის დაპირისპირების დროს უკვე მოხდა. მაშინ „ნაპოლიმ” ჯოვანი, იგივე ჩოლიტო სიმეონეს გადამწყვეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა (2:1). და აი, მოედანზე დღესაც არგენტინელი...
ოსიმენი: ლიგისთვის მზად ვიქნები
ვიქტორ ოსიმენი ამბობს, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არ უნდა. ამის შესახებ მან Tg5-ის მიკროფონების წინაშე ილაპარაკა. იმავე ინტერვიუში ნიგერიელმა ტრავმაც ახსენა. „ნაპოლის” გულშემატკივართა დამშვიდება სცადა. „სერიოზული არაფერია. შევეცდები 10-12 დღე ჯანმრთელობის აღსადგენად საუკეთესოდ გამოვიყენო. იმედი მაქვს და საკუთარ თავსაც ვარწმუნებ, რომ „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის მზად ვიქნები”, — თქვა თავდამსხმელმა. ოსიმენს სკუდეტოც უხსენეს. მან უპასუხა: „ყველა...
პარი სენ ჟერმენმა ოსიმენს შეუტია
„პარი სენ ჟერმენს” ვიქტორ ოსიმენის ყიდვა სერიოზულად ჰქონია გადაწყვეტილი. თურმე, პარიზული კლუბის წარმომადგენლები ნიგერიელის აგენტებს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ მთავარი დაბრკოლება „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც თავდამსხმელს თუ გაყიდის, 100 მილიონ ევროს ცენტს არ დააკლებს. ამის შესახებ RMC Sport წერს და მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალსაც ხდის ფარდას. „პარი სენ ჟერმენის” პირველი ნაბიჯი თავად ფეხბურთელის...









