თვე: თებერვალი 2023

Home 2023 თებერვალი
კვარას პასზე ბევრს გუტი გახსენებია
ჩანაწერი

კვარას პასზე ბევრს გუტი გახსენებია

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ქუსლით შესრულებულმა საგოლე გადაცემამ, რომლის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში, ჯოვანი დი ლორენცომ „აინტრახტის” კარი დალაშქრა, აღტაცება გამოიწვია. „კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სოციალურ ქსელებში ბევრმა აღნიშნა, რომ ეს პასი ჰგავდა „რეალის” ვეტერანის გუტის პასს, რომელიც ესპანელმა 2010 წლის 31 იანვარს, „დეპორტივოსთან” შეხვედრაში ქარიმ ბენზემას მიაწოდა. ის შეხვედრა „რეალმა” ლა კორუნიელებს 3:1 მოუგო....

ხვიჩამ მაინც დაამყარა რეკორდი
ჩანაწერი

ხვიჩამ მაინც დაამყარა რეკორდი

იტალიური „ილ მატინო” გვამცნობს, რომ შუქ-ჩრდილიანი საღამოს მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანკფურტში მაინც დაამყარა რეკორდი, ამჯერად ევროპული: ქართველი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. მან ორჯერ თავად გაიტანა, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი შეასრულა. მოგეხსენებათ, „აინტრახტთან” შეხვედრაში კვარამ ჯოვანი დი ლორენცოს ქუსლით ისეთი პასი მიაწოდა, რომელსაც „ილ მატინომ” ბრილიანტი...

კორიერე დელო სპორტი: კვარაც ადამიანია
ჩანაწერი

კორიერე დელო სპორტი: კვარაც ადამიანია

იტალიურმა „კორიერე დელო სპორტმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” 5 ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება და მართალია მათ შორის ყველაზე დაბალი შეფასება 6+ ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას მისცა, ვფიქრობთ რომაელი ჟურნალისტების მოსაზრება საინტერესოა. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: კვარაცხელია, მენტალური ვარჯიში: 6+ ისიც ადამიანია. არა, მთლად ადამიანი მაინც არ არის, მაგრამ გარკვეულწილად...

კაკაბაძე პოლონურ სიმბოლურში
ჩანაწერი

კაკაბაძე პოლონურ სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში „კრაკოვიამ“ საკუთარ მოედანზე „სტალ მელეკი“ 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი კარაკოველთა ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კაკაბაძემ ითამაშა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლოსკენ კი მისი საგოლე პასის შემდეგ მაკუჩიმ „კრაკოვიას“ გამარჯვება მოუტანა. კაკაბაძეს შედეგიანი თამაში პოლონური ექსტრაკლასას ოფიციალურმა...

ხარაიშვილი დინამოს ფეხბურთელია
ჩანაწერი

ხარაიშვილი დინამოს ფეხბურთელია

გიორგი ხარაიშვილი „დინამო“ ფეხბურთელია. ის თბილისურ კლუბს უნგრული „ფერენცვაროშიდან“ იჯარის წესით შეუერთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა. 26 წლის ქართველი ნახევარმცველი „ფერენცვაროშშის“ გარდა, შვედურ „გიოტებორგსა“ და თბილისის „საბურთალოში“ თამაშობდა. გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. ასევე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ხარაიშვილი...

გლასნერი: ნაპოლი ორმა გუნდმა დაამარცხა: ინტერმა და ლივერპულმა. ჩვენ გვინდა მესამე ვიყოთ.
ჩანაწერი

გლასნერი: ნაპოლი ორმა გუნდმა დაამარცხა: ინტერმა და ლივერპულმა. ჩვენ გვინდა მესამე ვიყოთ.

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში, „აინტრახტს” ხვდება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე გერმანული გუნდის მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა თქვა: „ჩვენი თავდაპირველი მიზანი მერვედფინალში გასვლა იყო. ახლა დიდებულ გუნდს „ნაპოლის” ვხვდებით. ახალი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. კარგად ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია „ნაპოლი”, მაგრამ არც ჩვენ ჩამოვუვარდებით. ხვალ მოედანზე იქნება ორი ჩინებულ ფორმაში მყოფი გუნდი. იქნება საუცხოო მინდორი...

მამარდა — ვალენსიას ყველაზე საიმედო ფეხბურთელი
ჩანაწერი

მამარდა — ვალენსიას ყველაზე საიმედო ფეხბურთელი

AS: „გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” კვლავ საუკეთესო იყო. მან გუნდი ისევ იხსნა დიდი ანგარიშით წაგებისგან. პირველი ტაიმის მიწურულს მას ზედიზედ მოუწია თავისიანების გადარჩენა”. „მარკა”: „დუარტეს (ორჯერ თავურით) და მუნირს შეეძლოთ ანგარიში გაეხსნათ, მაგრამ ამ სამი ეპიზოდიდან ორში მამარდაშვილმა არ მისცა ამის საშუალება. ეჭვგარეშეა, რომ ის „ვალენსიას” ყველაზე საიმედო ფეხბურთელია”. plazadeportiva: „…შემდეგ „ხეტაფემ გამოიღვიძა. გასტონმა ფრთიდან ჩააწოდა,...

 ბაიერნთან უნეიმაროდ
ჩანაწერი

 ბაიერნთან უნეიმაროდ

პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. ბრაზილიელმა ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლილის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რომელიც პარიზელებმა 4:3 მოიგეს. პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ ნეიმარს მარჯვენა ფეხზე კოჭის მყესები აქვს დაჭიმული. „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა მიუნხენელებმა...

ჩილაჩავას მეცხრე კარიერული
ჩანაწერი

ჩილაჩავას მეცხრე კარიერული

ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართველი ლეგიონერების ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა და ამას მარტივი ახსნა აქვს – ეროვნულ ნაკრებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ჰქონდა სათამაშო… „არასანაკრებო“ 7 ქართველი მაინც გამოიძებნა და მათგან ერთ-ერთმა ლელოს გატანაც კი მოახერხა. ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა თავისი „კასტრის“ „ლა როშელთან“ საშინაო მატჩში 53-ე წუთზე ჩაერთო და უკვე 8 წუთში, როცა მასპინძლებმა „აიღე და...

ეს არ დასრულდება…
ჩანაწერი

ეს არ დასრულდება…

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი „სქაი სპორტსის“ ანალიტიკოსმა პოლ მერსონმა ლონდონის „ჩელსის“ კრიზისზე ისაუბრა. კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა დახარჯა, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის დანიშვნის შემდეგ, 25 შეხვედრიდან მხოლოდ ცხრაჯერ მოიგო. „არ მგონია, ეს დასრულდეს. მათ ინდივიდუალისტების მთელი სატვირთო მანქანა იყიდეს, მაგრამ გუნდისთვის არავინ. მხოლოდ დრიბლიორები. დაივიწყეთ ენცო ფერნანდესი,...