ბრიტანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ლივერპულში“ იურგენ კლოპის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილება. გერმანელს, რომელიც წითლებთან 2015 წლიდან მუშაობს, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ბოლოდროინდელმა ცუდმა შედეგებმა კლუბის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის ცვლილებაზე დააფიქრა. ნეაპოლელებთან სპალეტის კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ყოველ კვირას საუბრობენ ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მაგრამ...
კვარადონა? არც კი ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა
„ჩემთვის ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მომიწევდა თამაში. მეტიც, ის ფაქტი, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქნებოდი და სერია A-ში ვითამაშებდი, ოცნების ახდენას ჰგავდა”, — ვინ იცის მერამდენედ აუხსნა ხვიჩა კვარაცხელიამ სიყვარული „ნაპოლის”, გუნდს, რომლის წყალობითაც ის დიდ ფეხბურთს ეზიარა. ამჯერად მან ეს uefa.com-ის მიკროფონების წინ გააკეთა. „როდესაც ყველაფერი გავაანალიზე და გავიაზრე, რომ „ამ დონეზე”...
ნაპოლის შემადგენლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი
შაბათს სერია A-ს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ემპოლიში თამაშობს. „ემპოლი” მე-12 ადგილზეა. როგორც „ილ მატინო” წერს, „აძურის” თავკაც ლუჩანო სპალეტის ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ შემადგენლობის გადახალისება აქვს გადაწყვეტილი. მას სამი ფეხბურთელის შეცვლა განუზრახავს. უპირველეს ყოვლისა მოედანს დაუბრუნდება მარიო რუი, რომელიც ოთხკაციან დაცვაში მარცხნივ დაიკავებს თავის ადგილს. ბოლო ორ შეხვედრაში ამ პოზიციაზე ოლივერა თამაშობდა. ცვლილებაა მოსალოდნელი...
ხვიჩამ მატჩებისთვის მომზადება სხვანაირად დაიწყო
ევროპულ ფეხბურთში მეტეორივით შეჭრილი ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელთა შორის ადგილის დამკვიდრებას განაგრძობს. ამ ეტაპისთვის ის დრიბლინგების რაოდენობით ევროპაში მეხუთეა. „როდესაც გავაცნობიერე, რომ ასეთ მაღალ დონეზე მომიწევდა თამაში, შეხვედრებისთვის სხვანაირად დავიწყე მომზადება, — უთხრა „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა უეფას ჟურნალისტს, — ვფიქრობ, გამოწვევას კარგად გავუმკლავდი და ადაპტაცია სწრაფად გავიარე. კვარადონა? ასეთ დიდ ფეხბურთელთან შედარება მახარებს. ნეაპოლის ქუჩებში...
ერთი ნაბიჯი მსოფლიომდე
ნიდერლანდების ქალაქ ალმერეში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები 88:80 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მოგება აშორებს პლანეტის საუკეთესო გუნდებს შორის მოსახვედრად. გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი 26 თებერვალს თბილისში გაიმართება. ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიას დაუხვდება. ნიდერლანდებთან მოგება კი, იოლი არ გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ უიმედო აუტსაიდერი კიდევ უფრო გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა,...
ნაპოლი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა. გასულ სეზონში „შავ-წითლებმა“ ოქროს მედლები მოიპოვეს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კი მხოლოდ მეოთხე პოზიციას იკავებენ და ლიდერ „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩებიან. „ჩვენ რბოლაში ვიყავით, სანამ ჩავარდნა მოგვივიდოდა. მაგრამ „ნაპოლი” რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, თორემ ყველა კონკურენტი ცხრილში გაცილებით ახლოს ეყოლებოდა. დაუჯერებელია. კიდევ ბევრი ქულა გვჭირდება, გუნდის მიზანი ოთხეულში...
ბენზემას რეკორდი ლივერპულში
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ქარიმ ბენზემამ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (5:2), დუბლი შეასრულა. მისთვის ეს პირველი გოლებია მიმდინარე გათამაშებაში. მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე, ბენზემამ 4 შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ შედეგიანობით არ გამორჩეულა. სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ფრანგმა ტურნირის ზედიზედ მე-18 სეზონში გაიტანა და ამით ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა. ორივეს აქტივობა 2005-2006 წლების სეზონიდან იწყება. „რეალი“...
კრიშტიანუმ ხმლით იცეკვა
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბ „ალ-ნასრის“ პარტნიორებთან ერთად საუდის არაბეთის დაარსების დღე აღნიშნა. ფორვარდმა ტრადიციული საუდური სამოსი ჩაიცვა და ხმლის ცეკვა შეასრულა. შემდეგ პორტუგალოელმა თავის ტვიტერზე ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და საუდელებს დღესასწაული მიულოცა. რონალდუ ალ ნასრში 2022 წლის 30 დეკემბერს გადავიდა. 37 წლის თავდამსხმელმა საუდის არაბეთის კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
მამარდას ხელფასს უხდიან?
ორშაბათს „ხეტაფესთან” დამარცხების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ცხრილში მე-19 ადგილზეა და 1986 წლის შემდეგ პირველად პრიმერა დივიზიონიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას. ცნობილი ამბავია, რომ ამაში გულშემატკივრები კლუბის სინგაპურელ მეპატრონეს, პიტერ ლიმს ადანაშაულებენ. ორი კვირის წინ, „ბილბაოსთან” შეხვედრის პირველი ოცი წუთის განმავლობაში „მესტალიას” ტრიბუნები ფაქტობრივად ცარიელი იყო, რადგან ქომაგებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და სტადიონის გარეთ იდგნენ....
ნეაპოლში უკვე საჩემპიონო მაისურებს კერავენ
ამბობენ ნეაპოლში ცრუმორწმუნე ხალხი ცხოვრობსო. ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ საპირისპიროს მეტყველებს. როგორც ჩანს, ბიზნესი მაინც თავისას შვრება. „ნაპოლი” სერია A-ს ცხრილში ლიდერობს, ჩემპიონატის დამთავრებამდე 15 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს” 15 ქულით უსწრებს და სკუდეტოს მოგების რეალური შანსი აქვს. თუ ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონობას ხელიდან არ გაუშვებს, მაშინ კლუბს იმდენი სადღესასწაულო მაისურა ექნება...









