„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა. გასულ სეზონში „შავ-წითლებმა“ ოქროს მედლები მოიპოვეს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კი მხოლოდ მეოთხე პოზიციას იკავებენ და ლიდერ „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩებიან.
„ჩვენ რბოლაში ვიყავით, სანამ ჩავარდნა მოგვივიდოდა. მაგრამ „ნაპოლი” რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, თორემ ყველა კონკურენტი ცხრილში გაცილებით ახლოს ეყოლებოდა. დაუჯერებელია.
კიდევ ბევრი ქულა გვჭირდება, გუნდის მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაში თამაში, ამიტომ გვინდა, მომავალ სეზონშიც ისევ იქ ვიყოთ. ამისათვის ორი გზა არსებობს – სერიას პირველ ოთხეულში დასრულება ან ჩემპიონთა ლიგის მოგება. ვეცდებით ორივე გზა ბოლომდე გავიაროთ“,- თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
იანვრის დასაწყისიდან „მილანმა“ ზედიზედ შვიდი მოუგებელი მატჩი ჩაატარა, რომელიც მხოლოდ 10 თებერვალს შეწყდა სერია A-ს „ტორინოსთან“ (1:0) მატჩში.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
