პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში „კრაკოვიამ“ საკუთარ მოედანზე „სტალ მელეკი“ 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი კარაკოველთა ქართველმა ლეგიონერმა ოთარ კაკაბაძემ ითამაშა.
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლოსკენ კი მისი საგოლე პასის შემდეგ მაკუჩიმ „კრაკოვიას“ გამარჯვება მოუტანა.
კაკაბაძეს შედეგიანი თამაში პოლონური ექსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა დაუფასა და ქართველი მცველი 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
