საქართველოს ქალთა ნაკრებმა 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლო ტურში კი მოიგო, მაგრამ მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა… არადა, ინდოეთის ნაკრებმა, რომელიც ტურნირს ლიდერობდა, მოულოდნელად 1:3 წააგო აშშ-თან და ჩემპიონობის შანსი სხვა გუნდებს დაუტოვა. საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:1 დაამარცხა. ყველაფერი უკრაინა-პოლონეთის მატჩის უნდა გადაეწყვიტა. მოგებული ოლიმპიადის გამარჯვებული ხდებოდა, ხოლო ყაიმის შემთხვევაში ოქრო ქართველებს დარჩებოდათ. სამწუხაროდ, ბოლომდე ჩვენთვის სასურველი...
წელი: 2022
ამის დედა
„მანჩესტერ იუნაიტედს” ადრიენ რაბიოს შეძენა უნდა და ამისათვის მოლაპარაკებებს მართავს… დედამისთან. ანუ, „იუნაიტედი” „იუვენტუსს” გაურიგდა, მხარეებმა 27 წლის ფეხბურთელის ფასი განსაზღვრეს (15 მილიონი გირვანქა) და ახლა საქმე დედასთან არის მოსაგვარებელი. როგორც „სანი” წერს, ყველაზე რთული სწორედ მადამ ვერონიკ რაბიოსთან შეთანხმებაა. მას, როგორც ყოველთვის, მთელი რიგი მოთხოვნები აქვს. ქალბატონი რაბიო ყოველთვის აქტიურად ერეოდა შვილის ცხოვრებაში, ხვდებოდა...
ვალენსია ნიკოს ყიდვას ცდილობს
„ვალენსიადან”, რომლის კარსაც გიორგი მამარდაშვილი იცავს, ბოლო პერიოდში ორი ფეხბურთელი წავიდა. ესენი არიან ჰოლანდიელი მეკარე ჯასპერ სილესენი და პორტუგალიელი თავდამსხმელი გონსალო გედეში, რომელიც ინგლისური „ვულვერჰემპტონის” მოთამაშე გახდა. ახლა დროა კლუბმა მწვრთნელის ჯენარო გატუზოს სურვილებსაც მიხედოს. რა ხანია იტალიელი ამბობს, რომ მას კარგი გუნდის ასაწყობად ორი ნახევარმცველი კიდევ სჭირდება. დღეისათვის ნახევარმცველთაგან გატუზოს განკარგულებაში არიან უგო გილიამონი,...
ვინ დაიცავს ხვიჩას კარს?
ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა „ნაპოლიმ” მეორე მეკარე შეიძინა. ის გახლავთ 35 წლის იტალიელი სალვატორე სირიგუ, რომელსაც უთამაშია „პალერმოში”, „კრემონეზეში”, „ანკონაში”, „პარი სენ ჟერმენში”, „სევილიაში”, „ოსასუნაში”, „ტორინოსა” და „ჯენოაში”. ვეტერანი კამპანიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებისთვის დღეს ჩავა. სირიგუს გასამრჯელო იქნება წელიწადში დაახლოებით 700 ათასი ევრო. დაახლოებით იმიტომ, რომ გარდა ფიქსირებული ხელფასისა აქ ბონუსებიც იგულისხმება. რაც შეეხება მთავარი მეკარის...
ოქროს მცირე შანსი
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილმა კი მოიგო, მაგრამ სალომე მელია დამარცხდა. სადღეისოდ ინდოეთს 17 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და საქართველოს – 16-16. დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში...
აბსოლუტური სიყალბე
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის გარემოცვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს 35 წლის არგენტინელი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესაუბრება და გაისად კატალონიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. ამ ამბავს მათ „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდეს. მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 13 წლის მიიყვანეს. ჯამში, პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 776 მატჩი ჩაატარა, 670 ბურთი გაიტანა და 302 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბარსელონას“ ის 2021 წლის...
ერთმანეთს დაერივნენ
ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო. ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს...
ნაპოლის ანგისა უნდა
მაშინ, როდესაც ფაბიან რუისი „ნაპოლიმ” სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად გაიყვანა და როგორც ამბობენ მისი შეძენით „პარი სენ ჟერმენი” დააინტერესა, საფრანგეთის მეორე კლუბმა „მონაკომ” 26 წლის კამერუნელ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაადგა თვალი, თუმცა ნეაპოლელთაგან უარი მიიღო. „ნაპოლისა” და რუისის ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის ივნისამდე. როგორც ამბობენ, მისი გაგრძელების შანსი არ არსებობს. ანგისა კი ნეაპოლელებს გასაყიდად არ ემეტებათ....
საქართველოს ლიდერობა გაექცა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დღეს გალიდერების შანსი დაკარგა. საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში, პირველ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ნაკრებმა პოლონეთთან 1.5:2.5 წააგო. ჩვენებს უკრაინასთან უნდა მოეგოთ და გალიდერდებოდნენ. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს – 2:2. არადა, მოგებაც შეიძლებოდა: ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკთან და და ანა უშენინასთან სწრაფი ყაიმი გააფორმეს, ხოლო დანარჩენ ორ დაფაზე ჩვენების უპირატესობა...
ცრვენა ზვეზდამ ჰერკულესი გამოაჩინა
„ჰერკულესი ჩვენია“, – ასე შეეგებნენ ბელგრადში ჩვენებურ ირაკლი აზაროვს, რომელმაც ადგილობრივ „ცრვენა ზვეზდასთან“, სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზაროვი ბელგრადში „ბათუმიდან“ გადავიდა. ფეხბურთელის სანაცვლოდ საქართველოს ჩემპიონები 300 ათას ევროს მიიღებენ და სამომავლო სატრანსფერო თანხის 20 პროცენტსაც… სერბული პრესა წერს, რომ აზაროვი ხელფასი წელიწადში 250 000 ევრო იქნება. „ცრვენა ზვეზდას“ 1991 წელს ჩემპიონთა თასი აქვს...









