სტატისტიკურ-ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored.com-მა სერიას A-ს X ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა. აღნიშნულმა ვებ გვერდმა ქართველ თავდამსხმელს „ბოლონისთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:2) 8.9 დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა. ქართველის შემდეგ ყველზე მაღალი ქულა „იუვენტუსის“ სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა მიიღო – 8,4.
წელი: 2022
მკვეთრი ვარდნა…
გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგები, რომელშიც მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკამ გასულ პერიოდში 600 ქულა დაკარგა, 57 საფეხურით დაქვეითდა და 36-დან 93 პოზიციამდე ჩავარდა. სხვა ქართველ ჩოგბურთელებს რაც შეეხება, აღსანიშნავია საბა ფურცელაძის წინსვლა – ის ერთეულებში 101, წყვილებში კი 92 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 594-ეა. რაც შეეხება ქალ ჩოგბირთელთა რეიტინგს, აქ ქართველებისთვის...
ლოკო გავიდა და რუხაძემ 400 შესარულა
ლოკო გავარდა თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 1-ს ოფიციალურად დაემშვიდობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა და „რკინიგზელები“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ 22 ქულით ჩამორჩებიან. ეს ამბავი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. სეზონის წინ გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ლამის დაიშალა. აქცენტი ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებზე გაკეთდა და პირველი გამარჯვება მე-17 ტურში მოიპოვეს. მანამდე თექვსმეტივე თამაში წაეგოთ… მიმდინარე სოზოში გიორგი მინაშვილი მათი მეოთხე...
ხვიჩა კვლავ ბესტს შეადარეს
„იუვენტუსის”, აგრეთვე სერია A-ს, პრემიერლიგისა და ლიგა 1-ის სხვადასხვა კლუბისა და იტალიის ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, 53 წლის ფაბრიციო რავანელიმ „პრესინგ ბროდკასტში” ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის წარსულ ლეგენდას, ჩრდილო ირლანდიელ ჯორჯ ბესტს შეადარა. „ის ქცევით, მოძრაობითა და ვარცხნილობით ჯორჯ ბესტს მაგონებს. ტემპერამენტით და ცხოვრების წესით კი არ ვამბობ, მოედანს ვგულისხმობ. დრიბლინგითა და პლასტიკით ბესტს ჰგავს. მე...
გაძეტა დელო სპორტი კვარაცხელიას აქებს
„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა. ეს გახლდათ „ნაპოლისა” და „ბოლონიას” მატჩის გამოხმაურება. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩინებულად ითამაშა, ვიქტორ ოსიმენს კი გამარჯვების გოლი გაატანინა. „ლოსანო და ოსიმენი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდნენ, მაგრამ საუკეთესო როგორც ყოველთვის კვარაცხელია იყო, რომელმაც თავისი ქსელები დახლართა, ჯერ მეტოქის კარს ბლოკადას მოუწყო, შემდეგ კი...
ნაპოლის ლეგენდარული მეპატრონე: კვარა ჩემთვის არის კარა
ამბობენ, ამ ბოლო დროს, იტალიაში, ვისაც ხალხისთვის თავის შეხსენება უნდა, ყველა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრს გამოთქვამსო, მაგრამ ასეც რომ იყოს, კორადო ფერლაინო ყველა არ არის — განათლებით არქიტექტორი, 32 წლის განმავლობაში „ნაპოლის” მფლობელი გახლდათ. მათ შორის არის „აძურის” ისტორიის ის ბედნიერი პერიოდი, როდესაც გუნდმა დიეგო მარადონა შეიძინა და ორჯერ იტალიის ჩემპიონის ტიტული ანუ სკუდეტო, ერთხელ...
ბენზემა !!!
პარიზში, “შატლის” თეატრში, “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით, საუკეთესო ფეხბურთელისთვის “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლეულს ამ პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული გასული სეზონის კონკრეტული პერიოდის (2021 წლის 31 აგვისტოდან, 2022 წლის 31 ივლისამდე) შედეგების მიხედვით გამოვლინდა. გალა-წარმოდგენაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონელი გავი გახდა, მას პრიზი ბრაზილელმა რონალდომ და ამ ნომინაციაში შარშანდელმა გამარჯვებულმა პედრიმ გადასცეს....
ბათუმმა მოიგო, ლომმა წააგო
„რაგბი ევროპის“ სუპერთასი გარკვეული პაუზის შემდეგ ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურით განახლდა. მეორე წრის სტარტი იღბლიანი „ბათუმისთვის“ აღმოჩნდა, „შავმა ლომმა“ კი თავისი არსებობის ისტორიაში მეორე ევროპული მარცხი განიცადა შარშან თბილისში „ლოკომოტივ-პენზასთან“ მოულოდნელი წაგების შემდეგ. ბათუმელებმა რუმინელ „მგლებს“ უმასპინძლეს და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს – 23:3. სამი ლელოსთვის მიღებულმა ბონუსმა კი შავიზღვისპირელებს 9 სატურნირო ქულა...
ჭელიძის ლელო, ვასკას – 100
გასულ უქმეებზე ევროპული საკლუბო რაგბის ტოპ-ლიგებში 31-მა ქართველმა ითამაშა, თუმცა მათი ჯამური ინდივიდუალური მონაგარი ოდენ ლუკა ჭელიძის ლელოს მოიცავს. გარდა ამისა, ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ თავისი ფრანგული „ბრივის“ კვართი მეასედ მოირგო, რაც მისი ასაკის (ვასკა სვეტიცხოვლობა-დღეს 26 წლის გახდა) კვალობაზე მეტად სოლიდური მიღწევაა. თუმცა, ლობჟანიძის საიუბილეო შეხვედრაში მისი გუნდი შინ ლიდერ „ტულუზთან“ სასტიკად დამარცხდა...
ლებრონი და მოკრივეები
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეცხრე წელია NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ლებრონმა ბოლო წლის განმავლობაში 124.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 44.5 მილიონი კალათბურთელის ხელფასია, ხოლო 80 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებით მიიღო. საერთოდაც, ჯეიმსი პირველი მოქმედი კალათბურთელია, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასობაში, NBA ახალი გუნდების შექმნას აპირებს. ადგილმდებარეობა ლას ვეგასსა და სიეტლში მას შემდეგ გაოფიცილურდება,...









