„იუვენტუსის”, აგრეთვე სერია A-ს, პრემიერლიგისა და ლიგა 1-ის სხვადასხვა კლუბისა და იტალიის ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, 53 წლის ფაბრიციო რავანელიმ „პრესინგ ბროდკასტში” ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის წარსულ ლეგენდას, ჩრდილო ირლანდიელ ჯორჯ ბესტს შეადარა.
„ის ქცევით, მოძრაობითა და ვარცხნილობით ჯორჯ ბესტს მაგონებს. ტემპერამენტით და ცხოვრების წესით კი არ ვამბობ, მოედანს ვგულისხმობ. დრიბლინგითა და პლასტიკით ბესტს ჰგავს. მე ბესტის შესახებ ფილმი მაქვს ნანახი და ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა”, — თქვა ჩემპიონთა ლიგის 1996 წლის გამარჯვებულმა, უეფას თასის 1993 წლის მფლობელმა, „იუვენტუსისა” და „ლაციოს” შემადგენლობაში სერია A-ს ორგზის ჩემპიონმა, რომელსაც ბესტის თამაში ცოცხლად ნანახი ვერ ექნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხვიჩას ლეგედანრულ ჩრდილოეთ ირლანდიელს ადარებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
