უქულოდ დაიწყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2022-23 წლების სეზონი გოგა ბითაძემ. ჩვენებური, რომელსაც „ინდიანამ“ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმა, მოედანზე პირველივე მატჩში გამოჩნდა, მისი გუნდი კი შინ „ვაშინგტონთან“ 107:114 დამარცხდა. ბითაძემ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და უშედეგოდ, აქტივში 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ხოლო პასივში – ორი დაკარგვა...
წელი: 2022
კრიშტიანუ თამაშის დასრულებას ისევ არ დაელოდა
დღეს ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს სერიოზულად დაელაპარაკება — პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამი ადრე დატოვა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ხუთიდან ჯერ მხოლოდ სამი ცვლილება ჰქონდა გამოყენებული. „ამ საკითხს ხუთშაბათს გავარკვევთ. დავინახე რომ გადიოდა, მაგრამ არ დავლაპარაკებივარ, — თქვა პრეს-კონფერენციაზე ტენ ჰაგმა, — ამ ფაქტს დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან იმ წუთას გუნდით ვიყავი დაკავებული. ჩემი...
სპალეტი და ზამთრის ხანგრძლივი არდადეგები
სადაცაა სერია A-ს ჩემპიონატი დაისვენებს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა. „სპალეტის კარიერაში ბევრი საუცხოო სტარტი ჰქონია, მაგრამ შემდეგ მარცხდება”; „სპალეტის გუნდებს ზამთრობით ჩავარდნა აქვთ”; „ეს იქნება ანომალიური ჩემპიონატი” — რამდენჯერ მოვისმინეთ ბოლო კვირების მანძილზე ამ ტიპის მოსაზრება? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. და მაინც, ჩვენ შეგვიძლია ეს გამონათქვამები შევკრიბოთ, მათზე დაყრდნობით კი საყურადღებო დასკვნები გავაკეთოთ. ფაქტია, ჩერტალდოელ მწვრთნელს...
ხვიჩა და ოქროს ბურთი
ინტერნეტ-გამოცემა goal.com-მა ევროპის ტოპ ლიგის 19 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 2023 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატები იქნებიან. მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია. სია მიმდინარე სეზონში გატანილი გოლებითა და საგოლე პასების მიხედვით შეარჩიეს. „დღეს ევროპული სეზონის ვარსკვლავია ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონა“ უწოდეს. ის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენა გახდა. კვარაცხელიამ თავისი...
გაია 2027
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ თავის კაპიტანს, მცველ ხოსე ლუის გაიას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. გაია „ვალენსიას“ აღზდილია. კლუბის აკადემაში ის 11 წლის ასაკში მოხვდა და წლების შემდეგ გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. უთამაშია ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. პირველ გუნდში კი 2018 წლიდან იძახებენ. ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას, მისით მადრიდის „რეალი,“ „ბარსელონა“ და „პარი...
ევროპას პორტუგალიით ვიწყებთ…
18 ოქტომბერს ბუქარესტში 21 წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა რომ გაიმართა და A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა – პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები – იქვე ტურნირის კალენდარიც შედგა. ჩვენი ნაკრები სამივე შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს და ჩემპიონატს პორტუგალიისთან მატჩით დაიწყებს. A ჯგუფი 21 ივნისი, 2023 თბილისი, „დინამო არენა“: საქართველო-პორტუგალია თბილისი, „მიხეილ...
დაიწყო ფიქრი კვარას ხელფასზე
როგორც საიტი calcioomercato.it წერს, „ნაპოლი” აპირებს თადარიგი დაიჭიროს და თავისი საგანძური ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონში მდიდარი კლუბების შემოსევისგან იხსნას. „ნეაპოლში უკვე ფიქრობენ კვარაცხელიას ხელფასის გადახედვაზე, — წერია ინფორმაციაში, — „აძური” ქართველს ბრუტო-ხელფასად წელიწადში დაახლოებით მილიონნახევარ ევროს უხდის. გათვალისწინებულია განვითარების ფაქტორიც. მაგრამ, აურელიო დე ლაურენტისს სეზონის მიწურულს პრობლემები არ სურს. მას უნდა თავისი ვარსკვლავი წაახალისოს და...
კვარა და ქუსლი
იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკი არ წყდება. რაც დრო გადის, საქართველოს ნაკრების გარემარბი „ნაპოლის” ქომაგების უფრო და უფრო დიდი კერპი ხდება, თუმცა მას-მედიაში აქა-იქ შენიშვნებსაც არ ერიდებიან. ასე მაგალითად, „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა: „მას მონსტრის ბადალი აფეთქებები ახასიათებს. დაუჯერებელია, თუ რას აკეთებს ის პირველიდან ბოლო წუთამდე, თუმცა გვსურს მცირე შენიშვნა მივცეთ. „ბოლონიასთან” თამაშის ბოლოს, როდესაც ანგარიში...
გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა
დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: „სევილიასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში სტუმრების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩინებულად ითამაშა, გამორჩევით ვარსკვლავური კი პირველ ტაიმში გახლდათ, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ორჯერ იხსნა „ღამურების” კარი გოლისგან: გიორგიმ ორივე ეპიზოდში რაფა მირი გაამწარა — ჯერ შორიდან გასროლილი აუღო, კუთხურს კი „ვალენსიას” მეორე შეტევა და მირის თავური მოჰყვა, რომელიც სასწაულებრივად მოიგერია....
საქართველო, ბობოლები და ზედაც გერმანია – ინგლისი…
2023 წელს საქართველოს და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. 18 ოქტომბერს, ბუქარესტში, ამ ტურნირის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქეები – პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები. საქართაველოში ასევე გაიმართება C ჯგუფის თამაშები, სადაც ჩეხეთის, ინგლისის, გერმანიისა და ისრაელის ახალგაზრდული გუნდები მოხვდნენ A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია, C ჯგუფი:...









