წელი: 2022

Home 2022
ლოჩოს საგოლე პასი, რომელიც კარში შედიოდა
ჩანაწერი

ლოჩოს საგოლე პასი, რომელიც კარში შედიოდა

კვირას სერია A-ში ჩინებული თამაში ჰქონდა „კრემონეზეს” ქართველ ცენტრალურ მცველს ლუკა ლოჩოშვილს. „სპეციასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ლუკას სულ 61 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ საგოლე პასი შეესრულებინა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბურთი ლუკასგანაც შედიოდა მასპინძლების კარში, მაგრამ სირილ დესერსმა თავი დაიზღვია და ფეხი მიარტყა. ლოჩოშვილმა თავის პირდაპირ მოვალეობას, დაცვაში თამაშსაც ღირსეულად გაართვა თავი. ერთადერთი...

ოსიმენი: თქვენ ხვიჩას თამაში არ გინახავთ
ჩანაწერი

ოსიმენი: თქვენ ხვიჩას თამაში არ გინახავთ

ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეექვსედ ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა. თუ გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსის” კარში შეგდებულსაც გავიხსენებთ, მაშინ მან ზედიზედ ორ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თან, ამსტერდამელებთან მატჩი მისთვის ფეხის მკურნალობის შემდეგ პირველი იყო. ოსი „ბოლონიასთან” მოედანზე შესვენების შემდეგ, რასპადორის ნაცვლად შევიდა და ხვიჩა კვარაცხელიას პასით გადამწყვეტი გოლი გაიტანა — 3:2....

გენიალური კვარაცხელია და მძინარე მერეტი
ჩანაწერი

გენიალური კვარაცხელია და მძინარე მერეტი

ლუჩანო სპალეტის გუნდს „ბოლონიასთან” მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ვიქტორ ოსიმენის გოლით მაინც გაიმარჯვა 3:2, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „ნაპოლის” გუნდიდან საუკეთესო და უარეს მოთამაშეებს, ინგლისურად რომ ვთქვათ ტოპებს და ფლოპებს ასახელებს. გავეცნოთ ამ იტალიური გამოცემის აზრს, თუმცა ჯერ აღვნიშნოთ, რომ „ნაპოლი” ბოლონიელებთან მოგების წყალობით სერია A-ს ცხრილში პირველ...

ფავორიტმა დაგვჯაბნა
ჩანაწერი

ფავორიტმა დაგვჯაბნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტ უნგრეთს უმასპინძლა და 24:41 წააგო. თანაბარი თამაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემდეგ უნგრეთმა ხელთ იგდო უპირატესობა და ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იზრდებოდა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა; 5-5 გოლი შეაგდეს ერეკლე არსენაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ. შეგახსენებთ,...

ყაზაიშვილი კორეაში პირველია!
ჩანაწერი

ყაზაიშვილი კორეაში პირველია!

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „ულსან ჰუნდაიმ“, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში სტუმრად „განგვონს“ 2:1 მოუგო და ვადაზე ადრე ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ყაზიშვილი ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ვაკომ წლეულს „”ულსანში“ 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. გაისადს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

დიდი ბერტონი ხვიჩას შესახებ
ჩანაწერი

დიდი ბერტონი ხვიჩას შესახებ

„კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინელი დანიელ ბერტონის მოსაზრება ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. „კვარაცხელია აშკარად ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მე მას ნათელ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ამ ბიჭის განვითარებაში მისტერ სპალეტის ექნება ფუნდამენტური როლი. რომელი სჯობია, კვარაცხელია თუ ლეაო? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთ ტოპ-ლიგაში, როგორიც არის იტალიის სერია A”.

გატუზო: მეშინოდა, რომ წავაგებდით
ჩანაწერი

გატუზო: მეშინოდა, რომ წავაგებდით

„ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ელჩესთან” 2:2-ის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რით ხსნით „ვალენსიას” არასტაბილურობას? პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ერთმანეთს ბევრი უზუსტო პასი გადავაწოდეთ. ყველაფერში შეცდომებს ვუშვებდით. ბევრი ფეხბურთელი მეტოქის რიგებში არ შერბოდა. აი, ეს იყო პრობლემა. ნორმალური იქნებოდა პირველი ტაიმის პირველ 20 წუთში სამი გოლი რომ გაგვეტანა. თამაშამდე ამბობდით, რომ ეს შეხვედრა...

ფრე, რომლითაც ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა
ჩანაწერი

ფრე, რომლითაც ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა

მწვრთნელები ამბობენ, როდესაც ვერ იგებ ესე იგი მარცხდებიო. „ვალენსიასა” და „ელჩეს” ფრემ ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა, განსაკუთრებით „ელჩე”, რომელსაც ქულები მეტად სჭირდებოდა და მეორე ტაიმში უკეთეს იღბალს იმსახურებდა. მსაჯმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც არ ჩათვალა გოლი, რომლის წყალობითაც სტუმრები წინ გავიდოდნენ — 3:2. მან დანიშნა ჯარიმა, რითაც დამნაშავის სასარგებლოდ იმოქმედა. კავანიმ ლა ლიგაში თავისი პირველი...

სარბიელის სინი ყოჩებმა დაიბრუნეს
ჩანაწერი

სარბიელის სინი ყოჩებმა დაიბრუნეს

„სარბიელის სინის“ გათამაშების იდეა 1995 წელს გაგვიჩნდა. იდეა, ჩვენს თანამშრომელს, ცხონებულ ზაალ გიგინეიშვილს დაებადა. სინი აქამდე 23-ჯერ გათამაშდა, მისი ბოლო გამარჯვებული 2013 წელს „ყოჩები“ გახდა, რომელმაც მაშინ „ლელოს“ – 29:27 მოუგო. ახლახან კი რაგბის ქომაგმა რამაზ უკლებამ 9 წლის წინ გამქრალი „სარბიელის“ სინი მოიძია და რაგბის კავშირს გადასცა. რაგბის კავშირმა „სარბიელის სინის“ გასათამაშებლად ამჯერადაც „ყოჩებისა“...

ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც ვფიქრობდითო…
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც ვფიქრობდითო…

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მთავარ მწვრთნელ ჩავის შეხვდა და გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლაზე ესაუბრა, სადაც ოთხი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 4 ქულით მესამე ადგილზეა, 7 ქულით მეორე ადგილზე „ინტერია“, ჯგუფს კი 12 ქულთ მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელმაც უკვე გაინაღდა პლეი ოფის საგზური. ლაპორტას აზრით, ზედიზედ მეორე წელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა (რასთანაც...