სარბიელის სინი ყოჩებმა დაიბრუნეს

Home კატეგორიის გარეშე სარბიელის სინი ყოჩებმა დაიბრუნეს
სარბიელის სინი ყოჩებმა დაიბრუნეს

„სარბიელის სინის“ გათამაშების იდეა 1995 წელს გაგვიჩნდა. იდეა, ჩვენს თანამშრომელს, ცხონებულ ზაალ გიგინეიშვილს დაებადა. სინი აქამდე 23-ჯერ გათამაშდა, მისი ბოლო გამარჯვებული 2013 წელს „ყოჩები“ გახდა, რომელმაც მაშინ „ლელოს“ – 29:27 მოუგო.

ახლახან კი რაგბის ქომაგმა რამაზ უკლებამ 9 წლის წინ გამქრალი „სარბიელის“ სინი მოიძია და რაგბის კავშირს გადასცა.

No description available.რაგბის კავშირმა „სარბიელის სინის“ გასათამაშებლად ამჯერადაც „ყოჩებისა“ და „ლელოს“ შორის დიდი 10-ის კალენდარული შეხვედრა შეარჩია. თამაში 14 ოქტომბერს, „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. შეხვედრა ყოჩებმა 16:5 მოიგეს და „სარბიელის სინი“ 9 წლის შემდეგ დაიბრუნეს…

ყოჩები-ლელო 16:5

ყოჩები: გ. კურტანიძე (ლელო); ფურცხვანიძე (3 საჯარიმო, გარდასახვა)

სინბინი: ბიწაძე; გაძევება: მახათაძე

ლელო: გ. კურტანიძე (ლელო)

სინბინი: აბესაძე

თამაში მძიმედ, ხშირი შეცდომებითა და წესის დარღვევებით წარიმართა. “ყოჩები” მე-20 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან არბიტრმა რომან მახათაძეს წითელი ბარათი უჩვენა. ბოლნისელებმა პირველი ნახევარი მაინც 3:0 მოიგეს.

ანგარიში მე-60 წუთამდე უცვლელი იყო. ბოლო 20 წუთი ბოლნისელებმა უკეთ ჩაატარეს და 78-ე წუთისთვის 16:0-ს იგებდნენ. ლელოელებამა ბოლოსწინა წუთზე ერთი ლელო გაიტანეს და მშრალი ანგარიშით წაგებას გადარჩნენ…

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „ყოჩების“ შერკინების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე აღიარეს.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.