„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეცხრე წელია NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია.
ლებრონმა ბოლო წლის განმავლობაში 124.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 44.5 მილიონი კალათბურთელის ხელფასია, ხოლო 80 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებით მიიღო.
საერთოდაც, ჯეიმსი პირველი მოქმედი კალათბურთელია, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამასობაში, NBA ახალი გუნდების შექმნას აპირებს.
ადგილმდებარეობა ლას ვეგასსა და სიეტლში მას შემდეგ გაოფიცილურდება, როდესაც მსხვილი სატელევიზიო ხელშეკრულება გაფორმდება.
ვარაუდობენ, რომ ჯეიმსს მაღალი შანსი აქვს, ახალი კლუბის მფლობელი გახდეს. თუმცა, იქვე სახელიან მოკრივე კონკურენტებსაც ასახელებენ – ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ოსკარ დე ლა ჰოია და პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
