„ბარსელონამ“, შესაძლოა, ჩინეთიდან დაიმატოს ფეხბურთელი. ოღონდ, ერთ დროს მაგარ ფეხბურთელზეა საუბარი: 30 წლის ბრაზილიელ ოსკარზე, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა კარიერას, მაგრამ 25 წლისა ჩინეთში წავიდა და შემორჩა. ხან ახალ კაკას ეძახდნენ, ხან ახალ ზიკოს. ოსკარმა იფრინა „ჩელსის“ რამდენიმე მატჩში, ყველაზე დასამახსოვრებელი კი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაში ლამაზი გოლები იყო, თუმცა მერე ნელ-ნელა მოუკლო. ოსკარი „შანხაი პორტში“ თამაშობს...
წელი: 2022
შევჩენკოს შემცვლელები მოუძებნეს
45 წლის უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო ორი თვეა რაც იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია, მაგრამ უახლოეს ხანში შესაძლოა გაათავისუფლონ. მიზეზი? გუნდის ცუდი შედეგებია. არადა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. გენუელებს გამარჯვების გემო დაავიწყდათ, 12 ქულით სერია A-ს ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან და საშველიც არ ჩანს. გუშინ, 10 იანვარს, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შევჩენკოს ჯერჯერობით გააგრძელებინონ მუშაობა, თუმცა...
მეფე კაზუ 54 წლის მიურა ისევ თამაშობს
იაპონელი კაზუიუსი მიურას სახელი ბევრმა იცის. მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (პროფდონეზე). მიურა 54 წლისაა და შარშან „იოკოჰამაში“ გახლდათ. ეს გუნდი მეორე ლიგაში გავარდა, მიურამ კი ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა… ახლა ჯანმრთელადაა და კლუბიც შეიცვალა. „მეფე კაზუ“ (როგორც ეძახიან) გადავიდა იაპონიის რანგით მეოთხე ლიგის „სუძუკა პოინტ გეტერსში“. სუძუკელებს მიურას უფროსი ძმა, 56 წლის იასუტოსი...
ნოლემ ივარჯიშა
ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დარჩება თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, მაგრამ ფაქტია, რომ სერბი ჩოგბურთელი აქტიურად ემზადება Australian Open-ზე გამოსასვლელად. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ცენტრალურ კორტზე, „როდ ლეივერ არენაზე“ ივარჯიშა. კი გათიშეს კორტზე არსებული კამერები, მაგრამ ვარჯიშის ამსახველმა კადრებმა მაინც გაჟონა. შეგახსენებთ, „ნოლემ“ სასამართლო მოიგო და იზოლაციიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მთავრობის წარმომადგენელმა იურისტებმა ჯერ კიდევ სასამართლო...
რუნი ამად ღირს?
თუ რომელიმე მანჩესტერელ ფანს უეინ რუნისთან შეხვედრა და ავტოგრაფიანი მაისურის პირადად მისთვის გამორთმევა სურს, 450 გირვანქა უნდა გაამზადოს. რაა დასამალი, ბევრს ეს ფასი ეძვირა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროტესტი. ზოგმა დაწერა უსინდისობააო, ზოგმა რუნის ნახვა ამ ფულად არ ღირსო, ზოგმაც ფლანგვაა და მეტი არაფერიო. ღონისძიება, რომელსაც ორგანიზაცია Legends 7 აწყობს, ავტოგრაფიანი მაისურების დარიგების და სადილის გარდა...
ასოციაციის თასი მაინც…
თეორიულად ფეხბურთის ასოციაციის თასმა „მანჩესტერ იუნაიტედს” შეიძლება კიდევ უშველოს. ისე, როგორც ეს ოდესღაც, 1990 წელს მოხდა, როდესაც შოტლანდიელ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს სერობამდე ჯერ ძალიან ბევრი აკლდა და „ოლდ ტრეფორდზე” თავის დამტკიცებას ცდილობდა. მაშინ „იუნაიტედი” ფინალში გავიდა, იქ განმეორებით თამაშში „კრისტალ პალასი” დაამარცხა 1:0 და… დიდი თავგადასავალიც დაიწყო. არადა, ამ ამბებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფანები...
ჯოკოვიდი გრძელდება
მთელი მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღება ავსტრალიაშია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმე უნდა გაირკვეს. სერბი ჩოგბურთელი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჯოკოვიჩი, რომელიც კორონავირუსზე აცრილი არ არის, ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღებას აპირებდა და ტურნირის ორგანიზატორების მხრიდან სამედიცინო გამონაკლისის სახით ნებართვაც მიიღო. თუმც, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და კარანტინ-სასტუმროში გადაიყვანეს. ჩოგბურთელის ადვოკატებმა...
რატომ წახვედი, ცვაიერ?
გერმანელმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა კარიერაში პაუზა აიღო – საქმიანობას შევეშვი, სანამ ფსიქოლოგიურად უკეთ არ ვიგრძნობ თავსო… ეს მას შემდეგ, რაც „დორტმუნდის“ ჯუდ ბელინგემმა ძველი ამბები გაუხსენა. ინგლისელმა ნახევარმცველმა დაახლოებით ერთი თვის წინ „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩის მერე გაბრაზებულმა თქვა, როგორ ანდეთ ასეთი თამაში მსაჯს, რომელიც ჩაწყობაში და გარიგებაში მონაწილეობდაო. 18 წლის წინ ცვაიერი სკანდალური არბიტრის რობერტ...
11 ჯანმრთელი ფეხბურთელი თუ გყავს…
კვირას კამერუნში დაწყებულ აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაზე, როგორც იქნა, დაადგინეს ოფიციალური კოვიდ-პროტოკოლი, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში იმოქმედებს. მოკლედ, გუნდი ვალდებულია გავიდეს მინდორზე, თუკი შემადგენლობაში 11 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი მიუღიათ. თუ მათ შორის მეკარე არ აღმოჩნდა, კარში მინდვრის მოთამაშე უნდა ჩადგეს. თუ გუნდი 11 ჯანმრთელ ფეხბურთელს ვერ მოაგროვებს,...
განსაკუთრებულის განსაკუთრებული წაგება
ჟოზე მოურინიუს „რომამ“ წარმოუდგენელი თამაში წააგო. 3:1-ს უგებდა „იუვენტუსს“, მაგრამ საბოლოოდ – 3:4 დათმო. იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჟოზემ კინაღამ დაანგრია გასახდელი. კომენტარიც ისეთი გააკეთა, სიმართლე უნდა იყოს… „როცა „იუვენტუსმა“ მეორე გოლი გაგვიტანა და ანგარიში 3:2 გახდა, ჩემი ფეხბურთელები ანერვიულდნენ. ფსიქოლოგიურად დაეცნენ. აფენა-გიანი მშვენივრად თამაშობდა, მაგრამ დაიღალა და შევცვალე, ხოლო მის ნაცვლად შესულმა ფეხბურთელმა (უზბეკი...









