ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დარჩება თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, მაგრამ ფაქტია, რომ სერბი ჩოგბურთელი აქტიურად ემზადება Australian Open-ზე გამოსასვლელად.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ცენტრალურ კორტზე, „როდ ლეივერ არენაზე“ ივარჯიშა. კი გათიშეს კორტზე არსებული კამერები, მაგრამ ვარჯიშის ამსახველმა კადრებმა მაინც გაჟონა.
შეგახსენებთ, „ნოლემ“ სასამართლო მოიგო და იზოლაციიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მთავრობის წარმომადგენელმა იურისტებმა ჯერ კიდევ სასამართლო პროცესისას განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება აქვს, ჩოგბურთელს ვიზა ერთპიროვნულად გაუუქმოს, ანუ ქვეყანა დაატოვებინოს.
ასე თუ მოხდა, სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლა მთელი სამი წლით აეკრძალება. უცხოური პრესა აქტიურად წერს, რომ ავსტრალიის მთავრობა, შესაძლოა, ამ ნაბიჯზე წავიდეს.
https://www.youtube.com/watch?v=uF50JEi_99o&ab_channel=DarthFederer
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
