83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, უფრო ადრე კი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე. მან მთელი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, (ის გახლდათ პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთი ლიდერი), მერე კი – როგორც მწვრთნელმა და ჩინოსანმა. 1996-2004 წლებში სწორედ ჯანო ბაგრატიონის პრეზიდენტობისას მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი...
წელი: 2022
ზაჰავი და ქურდები
ეს ნიდერლანდური პსვ-ის თავდამსხმელი ერან ზაჰავი გახლავთ. 34 წლისაა, მაგრამ მშვენიერ ფორმაშია. წინა სეზონში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი 8 უკვე მოასწრო და 7 საგოლე პასიც დაამატა. ზაჰავის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და კლუბი ახალს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელი არ თანხმდება. დიდი ამბავიო, იკითხავთ, მაგრამ ამბავი არასაფეხბურთოა და თან ხდება დავარცხნილ-მოწესრიგებულ ქვეყანაში – ნიდერლანდებში. ზაჰავი ამსტერდამში ცხოვრობს...
მაცდური მადლენი
„ჩარლტონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მოდელმა მადლენ რაიტმა თავისი ინსტაგრამის გამომწერები შოკში ჩააგდო, როცა „ტოტენჰემი“ – „ჩელსის“ ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ (0:1), „ჩელსის“ გულშემატკივრებს შეხვედრის პროგნოზის გაკეთება სთხოვა. შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კამერა ჯერ „ჩელსის“ მაისურიან ქალბატონს გვიჩვენებდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა და „ჩელსის“ ფერის ტრუსებში გამოწყობილი, სხეულის სიმდიდრეებს უჩევნებდა. 261 ათასი...
ვინ იყო მეკვლე?
სავარაუდოდ, ამ ახალ წელს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ბრიტანელ ენდი მარის ერთი მეკვლე ჰყავდათ. ამ ჩოგბურთელები გუშინ კორტზე რომ გაარკვიეს ურთიერთობა, უკვე იცით. თუმცა, არ გეცოდინებათ, რომ ერთმანეთს 17 იანვარსაც შეხვდებიან. ამჯერად, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში. გუშინდელი თამაში კი მარიმ მოიგო – 6:7, 7:6, 6:3. საერთოდაც, ბრიტანელს ჩვენებურთან კარგი სტატისტიკა აქვს, თუმც ბასილაშვილსაც...
ფანები: ანიელი, მოკვდი!
იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, „იუვენტუსს“ დამატებით დროში აჯობა – 2:1. გარდა იმისა, რომ სუპერთასების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა (ალექსის სანჩესი 122-ე წუთზე), იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირველი ტიტული მოიგო „ინტერში“ და ეს მისთვის მესამე სუპერთასია: წინა ორი „ლაციოში“ აიღო. თუმცა აქ სხვა ამბავს უფრო შევეხებით. „იუვეს“ ულტრასებს დიდი ბანერი ჰქონდათ გამოტანილი...
თამაში რომელიც VAR-VAR-ებდა
ოცი წელიწადი დასჭირდა ინგლისელ მსაჯ მაიკ დინს ბოლოს და ბოლოს ჩრდილო ლონდონელთა პატივისცემა რომ ეგრძნო. „კარაბაოს” ანუ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მან „ტოტენჰემ ჰოთსპურის” სასარგებლოდ ორჯერ პენალტი დანიშნა, ერთხელ კი გოლი ჩათვალა, მაგრამ VAR-მა სამივე გადაწყვეტილება გააუქმებინა. შედეგად, „ჩელსი”, რომელმაც 1:0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს 3:0 აჯობა, ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულსა” და „არსენალს”...
დრამატული ელ კლასიკო
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩატარდა, „რეალმა” „ბარსელონას” დამატებით დროში 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ხუთგოლიანი „ელ კლასიკო”, რომელიც დინამიზმით ძალიან ჰგავდა იმ მატჩებს, რომელთა გამო ხალხს ასე უყვარს… ინგლისური ფეხბურთი. „ბარსელონასა” და „რეალის” წუხანდელი შეხვედრა პრემიერლიგაში ან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე რომ გამართულიყო, სრულიად სამართლიანად დაიწყებოდა აღფრთოვანებული ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ინგლისურ...
კანტონა მონდიალს არ უყურებს
ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას არ აპირებს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძველი ვარსკვლავი ამბობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესად გადაიქცა და ყატარში ადამიანების უფლებები არაა დაცული… „სიმართლე გითხრათ, ყატარში ნამდვილ მსოფლიო ჩემპიონატს არ ველოდები. ბოლო პერიოდში ბევრი ოლიპიადა თუ მსოფლიო ჩემპიონატი იყო განვითარებად სახელმწიფოებში, ნაკლებად საფეხბურთო ადგილებში. ყატარი არანაირად არაა საფეხბურთო ქვეყანა. არ ვარ წინააღმდეგი...
ბასილაშვილის მარცხიანი დასაწყისი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2022 წელი მარცხით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა სიდნეის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ბრიტანელ ენდი მარისთან 7:6, 6:7; 3:6 წააგო. სამივე სეტი თითქმის იდენტური გამოდგა: ჩვენებურმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და მეოთხე გეიმში 1:3 ჩამორჩა. ნიკამ სეტის გადარჩენა მაშინ მოახერხა, როდესაც მეტოქე აწვდიდა, ხოლო ტაიბრეიკზე მოიგო. მეორე სეტში ბრიტანელი 4:2 დაწინაურდა და შემდეგ სეტზეც (5:4)...
პოლ სქოულზი: რანგნიკის დანიშვნა როგორ შეიძლებოდა
„მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა პოლ სქოულზმა თავის საყვარელ კლუბს მოუწოდა ზაფხულზე მაინც გადაიბიროს ანტონიო კონტე. მისი აზრით 52 წლის იტალიელი ბოლოს და ბოლოს დაამთავრებს არეულობას „ოლდ ტრეფორდზე”. ლეგენდარული „იუნაიტედის” ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ დროებითმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა გუნდში ახალი არეულობა შეიტანა. მანჩესტერელთა შეფებმა თავის დროზე კონტეს სამსახურში აყვანა არ ისურვეს. მათ ჯერ კიდევ ოლე გუნარ სულშერის ეიმედებოდათ....









