83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანო ბაგრატიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, უფრო ადრე კი სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მან მთელი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, (ის გახლდათ პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთი ლიდერი), მერე კი – როგორც მწვრთნელმა და ჩინოსანმა.
1996-2004 წლებში სწორედ ჯანო ბაგრატიონის პრეზიდენტობისას მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლები.
სარბიელელები ვწუხვართ ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
