სავარაუდოდ, ამ ახალ წელს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ბრიტანელ ენდი მარის ერთი მეკვლე ჰყავდათ.
ამ ჩოგბურთელები გუშინ კორტზე რომ გაარკვიეს ურთიერთობა, უკვე იცით. თუმცა, არ გეცოდინებათ, რომ ერთმანეთს 17 იანვარსაც შეხვდებიან. ამჯერად, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში.
გუშინდელი თამაში კი მარიმ მოიგო – 6:7, 7:6, 6:3.
საერთოდაც, ბრიტანელს ჩვენებურთან კარგი სტატისტიკა აქვს, თუმც ბასილაშვილსაც სჩვევია მასეთი დონის მეტოქეების დამარცხება.
მარის თუ დაამარცხებს, შემდეგ ჩვენიანისთვის უკვე შედარებით კარგი ბადეა – ბასილაშვილის მხარეს განთესილთაგან ნორვეგიელი კასპერ რუუდი (მე-8), იტალიელი იანიკ სინერი (მე-11) და ავსტრალიელი ალექს დე მინორი (32-ე) მოხვდნენ.

