ოცი წელიწადი დასჭირდა ინგლისელ მსაჯ მაიკ დინს ბოლოს და ბოლოს ჩრდილო ლონდონელთა პატივისცემა რომ ეგრძნო. „კარაბაოს” ანუ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მან „ტოტენჰემ ჰოთსპურის” სასარგებლოდ ორჯერ პენალტი დანიშნა, ერთხელ კი გოლი ჩათვალა, მაგრამ VAR-მა სამივე გადაწყვეტილება გააუქმებინა. შედეგად, „ჩელსი”, რომელმაც 1:0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქეს 3:0 აჯობა, ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულსა” და „არსენალს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რად უნდა ლაპარაკი, რომ დასავლეთ ლონდონელთა ბანაკში დინზე გაბრაზდნენ, VAR-ის გადაწყვეტილებებს კი სიხარულით შეხვდნენ.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ „ჩელსი” ფინალში დამსახურებულად გავიდა. პირველ შეხვედრაში, რომელიც „ლურჯებმა” 2:0 მოიგეს, უპირატესობას ისინი ფლობდნენ. მათი იყო წუხანდელი შეხვედრის პირველი 30 წუთიც.
„სფურზის” თავკაცმა ანტონიო კონტემ კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კაპიტანი და მთავარი მეკარე უგო ლორისი დაასვენა. მისი შემცვლელი პიერლუიჯი გოლინი შეხვედრის ერთადერთი გოლის ეპიზოდში შეცდა — ანტონიო რუდიგერმა თავურით გაიტანა.
შემდეგ კი მოხდა ის, რაც თავში მოგახსენეთ: დინმა ორი პენალტი დანიშნა და ჰარი კეინს გოლი ჩაუთვალა, VAR-მა კი სამივე ეპიზოდში საპირისპირო გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
