გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო

Home აქეთურ-იქითური გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო
გახსოვთ ოსკარი? ბარსელონა გაგვახსენებსო

OFFICIAL: Chelsea and Shanghai agree on Oscar fee„ბარსელონამ“, შესაძლოა, ჩინეთიდან დაიმატოს ფეხბურთელი. ოღონდ, ერთ დროს მაგარ ფეხბურთელზეა საუბარი: 30 წლის ბრაზილიელ ოსკარზე, რომელიც ბრწყინვალედ იწყებდა კარიერას, მაგრამ 25 წლისა ჩინეთში წავიდა და შემორჩა.

ხან ახალ კაკას ეძახდნენ, ხან ახალ ზიკოს. ოსკარმა იფრინა „ჩელსის“ რამდენიმე მატჩში, ყველაზე დასამახსოვრებელი კი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგაში ლამაზი გოლები იყო, თუმცა მერე ნელ-ნელა მოუკლო.

ოსკარი „შანხაი პორტში“ თამაშობს და ითქვა, რომ „ბარსა“ არის მისით დაინტერესებულიო. ოსკარი კი მზადაა, ბევრად ნაკლებ ხელფასზე წამოვიდეს ევროპაში.

კატალონიელების N 1 პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაა. დაახლოებით ისეა, ოსკარი მერე, სად გაიქცევაო…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ