საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ყველაფერი სკოპიეში გადაწყდა, სადაც ილიას ზუროსის გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას 79:65 მოუგო. მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, თამაში იოლი არ გამოდგა. პირველი მეოთხედი საქართველო სულ მდევრის როლში იყო და 18:21 წააგო. მეორე მეოთხედში ჩვენმა ნაკრებმა თამაში დაალაგა და დიდ შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით გავიდა...
წელი: 2022
მესი კომფორტია
კილიან მბაპემ ქება და ქება მიუძღვნა ლეო მესის. ეს პსჟ – „სენტ ეტიენის“ მატჩის მერე, რომელიც 3:1 დასრულდა და რომელშიც მბაპემ ორი გოლი გაიტანა. „მესი ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ პსჟ-ში თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება. „ოქროს ბურთის“ 7-გზის მფლობელსაც კი სჭირდება ადაპტაცია და არაა გასაკვირი, რომ ლეოსაც ჰქონდა ეს პერიოდი. … ყოველთვის ვამბობდი, რომ მასთან...
ჩემპიონობა? შანსი არ გვაქვს
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონი ამ სეზონში ვერ გახდება. თავს იზღვევს, ეშმაკობს თუ გულწრფელია 54 წლის სპეციალისტი, აბა, რა გითხრათ… „ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, სკუდეტოს მოსაგებად 85 ქულაა საჭირო, ჩვენ კი ამდენს ვერ ვაგროვებთ. გასულები ვართ იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფიორენტინას“ ვხვდებით. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალის“ ბარიერი უნდა გადავლახოთ, ხოლო ყოველწლიურად...
ბიელსა გადადგა
მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. როგორც talkSPORT იუწყება, ბიელსამ ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით წუხელ მიიღო, მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შინ 0:4 წააგო. საშინელი სტატისტიკაა: „ლიდსმა“ ბოლო ხუთ შეხვედრაში 20 გოლი გაუშვა და პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა. არგენტინელი მწვრთნელი გუნდს გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტოვებს. „ლიდსი“ მე-18 ადგილზე მყოფ „ბარნლის“ მხოლოდ ორი ქულით...
ტუხელი: სიამოვნებით წავაგებდი
თომას ტუხელმა თქვა, თუ „კარაბაოს თასის“ ფინალში ჩვენი „ლივერპულთან“ წაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაასრულებს, სიამოვნებით წავაგებო. „ჩელსის“ გერმანელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მართალია მისი მეტოქე „ლივერპულია“ და ამ გუნდთან გამარჯვება ყოველთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში, „უემბლიზე“ მოგებას მაინც არ ექნება ჩვეული გემო. შაბათ საღამოს „ჩელსის“ მეპატრონემ, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ყველასთვის მოულოდნელად კლუბის მართვაზე...
წავიდა! მაგრამ არ წასულა
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მართვაზე უარი თქვა. ასეთია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგი. ლონდონური კლუბის მეპატრონემ, რომელიც მას 2003 წლის შემდეგ ფლობს და უძღვება, „ლურჯების“ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა. ეს მოხდა „კარაბაოს თასის“ ფინალის წინა საღამოს: დღეს „უემბლიზე“ „ჩელსი“ „ლივერპულს“ ხვდება. აბრამოვიჩის ნების შესაბამისად ახლა „ლურჯებს“ ექვსი ადამიანი მართავს: თავმჯდომარე ბრუს ბაკი, ქალთა კლუბის ხელმძღვანელი ემა ჰეისი, ეროვნული...
რაგბი ევროპამ რუსეთი შეაჩერა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას რაგბიც გამოეხმაურა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ: „რაგბი ევროპა“ ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის სარაგბო თემის უსაფრთხოებით და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია. როგორც ევროპული რაგბის მმართველი ორგანო, „რაგბი ევროპა“ ხელს უწყობს რაგბში მშვიდობის, პატივისცემისა და ადამიანის უფლებების ევროპული ღირებულებების შესაბამისი...
შენგელიამ რუსული არმია დატოვა
თორნიკე შენგელიამ ЦСКА დატოვა. ეს სწორი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო! არის რაღაც, რაც კონტრაქტზე მეტია და მას ღირსება ჰქვია. ქვევით „სარბიელში“ 2 წლის წინ გამოქვეყნებული წერილი გვინდა გავიხსენოთ. ეს ის დროა, როცა შენგელია ЦСКА-ში გადავიდა. ოღონდ წერილი შენგელიაზე არ არის, იმ ადამიანებზეა, რომლებიც დღესაც ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ სპორტი პოლიტიკისგან იმიჯნება და ამით საკუთარი უღირსებობის გამართლებას ლამობენ....
პოლონეთმა რუსეთზე უარი თქვა
პოლონეთის ნაკრები უარს ამბობს რუსეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეო ოფის მატჩის გამართვაზე. „ჩვენ არ გვსურს რუსეთთან თამაში. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. პოლონეთის საფეხბურთო კავშირი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს შვედ და ჩეხ კოლეგებთან იმისთვის, რომ ფიფას ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია დაუფიქსიროს“, – განაცხადა პოლინეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა. შეგახსენებთ, რომ...
უეფას უკბილო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ
ეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია. არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა. განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა....









