ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან ისეთი დამუხტულები გამოვდიოდით, დღესაც მბურძგლავს ტანში. აღარც მახსოვს რამდენჯერ ვნახეთ. მერე კი იწყებოდა...
ალ-ნასრი რამოსსაც იწვევს
საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ნასრი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის გადაბირებას ეცდება. კლუბის ხელმძღვანელობა მალე რამოსს პირადად შეხვდება და ახალ პროექტს გააცნობს. პარიზელებთან 36 წლის რამოსს ხელშეკრულების ვადა გაისად 30 ივნისს ეწურება და 1 იანვრიდან უკვე შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოება. ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ „ალ-ნასრს“ მალე 37 წლის კრიშტიანუ რონალდუც შეუერთდება. მას ხელშეკრულებას 2030...
ბათუმის ოთხი ტრანსფერი
„ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა – წავიდა მცველი ოლეკსანდრ აზაცკი, კარიერა დაასრულა გიორგი ნავალოვსკიმ, გუნდის დატოვებას აპირებს მეკარე მიხეილ ალავიძეც. სანაცვლოდ ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდა. „ბათუმის“ ღირსებას 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი დაიცავს, რომელთანაც კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა მისი გახანგრძლივების პერსპექტივით. ჰაიდანის გარდა აჭარული კლუბის ხელმძღვანელობამ კიდევ...
ვის გაარტყა გვარდიოლამ ბოთლი?
„მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სეზონის განახლებას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად, „ელანდ როუდზე” 3:1 მოუგო. მანკუნიანელთაგან გოლები გაიტანეს ერთი როდრიმ და ორიც ერლინგ ჰოლანდმა. ესპანელმა ანგარიში შესვენებამდე, 45+1 წუთზე გახსნა, ნორვეგიელმა კი მეორე და მესამე 51-ე და 64-ე წუთებზე დაამატა. მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 73-ე წუთზე შეაგდეს. ეს თავური დარტყმით ჰოლანდიელმა მცველმა...
გაუფორმეთ ჟელინსკის ახალი კონტრაქტი ზაფხულამდე, თორემ…
„ნაპოლის” საფიქრალი და საზრუნავი მხოლოდ ის არ არის, რაც მოედანზე ხდება. მართალია, სერა A-ს ჩემპიონატი მალე განახლდება და მთელი ყურადღება მილანისკენ არის გადატანილი, სადაც 4 იანვარს „აძურის” „ინტერთან” მოელის მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ ფეხბურთელებთან საკონტრაქტო საკითხებიც წესრიგშია მოსაყვანი. ამირ რაჰმანი და ჯოვანი დი ლორენცო მალე ახალ კონტრაქტზე მოაწერენ ხელს. ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და სტანისლავ ლობოტკამ ეს...
რუსეთი ევროპიდან მიდის…
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მფლობელი ლეონიდ ფედუნი ჟურნალისტებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ესაუბრა. „საბოლოო კენჭისყრის თარიღზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ის მხოლოდ ალეკსანდრ დიუკოვმა (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) იცის. ახლა დაძაბული მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. უეფასთან ურთიერთობის შენარჩუნების ბოლო შანსს ვებღაუჭებით. აზიის შესახებ კი ჩემი პოზიცია ნათელია – მგონი სხვა გზა არც გვაქვს“,...
ლუკამ დახურა
60 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი – ასეთია ლუკა დონჩიჩის მონაგარი მატჩში, სადაც „დალას მავერიქსმა“ შინ „ნიუ იორკ ნიკსს“ 126:121 მოუგო. სლოვენიელმა ფანტასტიკურად ითამაშა – 31-იდან 21 ორქულიანი ჩაადო, პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია და მიზანს ორმა უწია, ხოლო 22 საჯარიმოდან 16 ზუსტად ესროლა. NBA-ს ისტორიაში, დონჩიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 20+...
ჩვენებურის იქაური
სერბეთის ოლიმპიური კომიტეტმა ზურაბ დათუნაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა! ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი, სერბეთის სახელით 2020 წლიდან გამოდის და მსოფლიოს ჩემპიონობა უკვე ორჯერ მოასწრო. დათუნაშვილმა წლეუსვე პეკინის ოლიმპიური ბრინჯაოც აიღო. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა იმუშავა სერბეთის ოლიმპიურ კომიტეტზე და ჩვენებური იმ ქვეყნის საუკეთესო გახდა. ამასთან, სერბეთის ისტორიაში მოჭიდავე საუკეთესო სპორტსმენად პირველად დაასახელეს. ისიც ვთქვათ, რომ...
პოგბას სიმღერა და თოვლში გრიალი
პოლ პოგბა ზაფხულში „იუვენტუსში” დაბრუნდა, მაგრამ მოედანზე ჯერ ფეხი არ შეუდგამს. სულ ახლახან ის ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ სავარაუდოდ, სერია A-ს ჩემპიონატი რომ განახლდება, შემადგენლობაში ერთხანს კიდევ არ გამოჩნდება. და აი, ასეთ დროს ფრანგმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გამოფინა ფოტოები, სადაც ზამთრის კურორტზეა და ნებივრობს. გასაგებია, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არსად გაპარულა, მან საშობაო დასვენების დღეებით...
რაფა ბენიტესი: ნაპოლის მთავარი მოწინააღმდეგე ნაპოლია
ცნობილი ესპანელი მწვრთნელი, 62 წლის რაფა ბენიტესი 2013-15 წლებში „ნაპოლიში” მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 2014 წელს, „პარტენოპეელებმა” იტალიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გუშინ, „ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ბენიტესმა სხვა თემებთან ერთად მიმდინარე სეზონსა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის შანსებზეც ილაპარაკა. დღევანდელ „ნაპოლიში” დარჩა რაიმე კვალი თქვენი 2013-15 წლების გუნდიდან? მენტალიტეტი. გუნდი მხოლოდ კარგი შთაბეჭდილების მოხდენით თვით ჩემპიონთა...









