თვე: დეკემბერი 2022

Home 2022 დეკემბერი
სკალონი რჩება
ჩანაწერი

სკალონი რჩება

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ თქვა, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლიონელ სკალონისთან თანამშრომლობა გაგრძელდება: „სკალონი არგენტინის ნაკრების მწვრთნელია და მომავალშიც იქნება. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ. უკვე მოვილაპარაკეთ. ახლა ის ესპანეთშია. შვილის პასპორტის საქმეებს აგვარებს. ჩამოვა და მაშინვე მივუსხდებით მაგიდას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.“ 44 წლის სკალონი ალბისელესტეს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა...

ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ინგლისსა და ირლანდიაში
ჩანაწერი

ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ინგლისსა და ირლანდიაში

ტოპ 14-ში პირველი წრე დასრულდა. საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში რეგულარული სეზონის პირველი ნახევრის შედეგებით უპირობო ლიდერი „ტულუზი“ გახლავთ, რომლის შემადგენლობაში ქართველები საერთოდ არ არიან. აი, მისი უახლოესი მდევარი კი ბევრისთვის მოულოდნელად, „სტად ფრანსეა“, რომლის განაცხადშიც 4 ჩვენებურია და მათ შორის ერთ-ერთმა გასულ ტურში შემდგარ დედაქალაქურ დერბიში მიიო მონაწილეობა. გიორგი მელიქიძე „სტად ფრანსეს“ სასტარტო შემადგენლობაში...

ლევანდოვსკიმ ბარსა ახსნა
ჩანაწერი

ლევანდოვსკიმ ბარსა ახსნა

„ცხადია, ვიცოდი, რომ „ბარსელონა“ დიდი კლუბია. ეს ქალაქის ყველა კუთხეში იგრძნობა. ვფიქრობ, „ბაიერნში“ ამოვწურე ჩემი თავი.„ბარსა“ კი ჩემთვის დიდი გამოწვევა გახლდათ. მინდოდა ამ საინტერესო პროექტის მონაწილე გავმხდარიყავი. როცა „კამპ ნოუზე“ მიდიხარ, თუნდაც დაღლილი იყო, სულ სხვა გრძნობა გეუფლება. ენერგიით ივსები და საბრძოლველად მზად ხარ. გუნდის გულშემატკივრების დანახვა კი დამატებით მოტივაციას მიჩენს“, – დიახ, ეს ამ...

ის დიდებულია…
ჩანაწერი

ის დიდებულია…

„ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებს „დორტმუნდის“ ინგლისელი ვარსკვალავის, ჯუდ ბილინგემის შესახებ ესაუბრა. 19 წლის ნახევარცმცველს მერისისაიდულ კლუბს უკავშირებენ. „ბილინგემი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ისე თამაშობს, თითქოს უკვე 28 წლისაა. მისი ნიჭიერების შესახებ ყველამ იცის, თუმცა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი თამაშით კიდევ უფრო აღგვაფრთოვანა. ცხადია, გვინდა მისი ყიდვა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა ეღირება მონდიალის შემდეგ“. მიმდინარე სეზონის...

ნაპოლი მზად არის ინტერისთვის – კვარა დაბრუნდა
ჩანაწერი

ნაპოლი მზად არის ინტერისთვის – კვარა დაბრუნდა

ლუჩანო სპალეტისთვის სერია A-ს ჩემპიონატის განახლების წინ სიცხადე მეტია ვიდრე ეჭვი. სულ მცირე იმის თქმა შეიძლება, რომ მისი ფეხბურთელების უმრავლესობა მწყობრშია. ორნი სამ თამაშში „ნაპოლიმ” — ისევე როგორც მისმა მეტოქეებმა — ძველებური რიტმი და საუკეთესო ფორმა უნდა აღიდგინოს, რაშიც ამირ რაჰმანისა და რაც მთავარია ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება დაეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 4 იანვარს „ინტერთან” შეხვედრისთვის,...

ვენგერი ემირეიტზე დაბრუნდა
ჩანაწერი

ვენგერი ემირეიტზე დაბრუნდა

„არსენალის” ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად მივიდა „ემირეიტზე”, სადაც „მეთოფეებისა” და „ვესტ ჰემის” თამაშს დაესწრო. მასპინძლებმა მოიგეს 3:1. 2018 წლის მაისში ვნგერმა „არსენალის” თავკაცის თანამდებობა დატოვა. მანამდე ფრანგი 1996 წლიდან მოყოლებული, 22 წლის განმავლობაში ედგა ჩრდილო ლონდონელებს სათავეში. მისი კლუბიდან წასვლის ფორმალური მიზეზი გახლდათ ის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ვერ...

ვალენსიამ და რეალმა როდისღა ითამაშონ?
ჩანაწერი

ვალენსიამ და რეალმა როდისღა ითამაშონ?

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთვის” იანვარი რთული თვე რომ იქნება, ეს ფაქტია. „ღამურები” სამ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. 31 დეკემბრის შეხვედრაზე სტუმრად „ვილიარეალთან” აქ არაფერს ვიტყვით, რადგან ფორმალურად ის 2022 წლის კალენდარშია. ნაახალწლევს გუნდს ჯერ „ლა ნუსიათან” უწევს სამეფო თასზე თამაში, შემდეგ, 6 იანვარს „მესტალიაზე” „კადისი” ჩადის სტუმრად, 22-ში ისევ „მესტალიაზე” „ალმერიასთან” არის შეხვედრა,  29-ში კი სტუმრად „ვალიადოლიდთან”,...

ნაპოლის შარშან 5 ქულით ნაკლები ჰქონდა
ჩანაწერი

ნაპოლის შარშან 5 ქულით ნაკლები ჰქონდა

სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის 15 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” 5 ქულით მეტი მოიპოვა, ვიდრე წინა 2021-22 წლების სეზონში. სავარაუდოდ, ამაში ლომის წვლილი ქართველ გარემარბს ეკუთვნის, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა. გასულ სეზონთან შედარებით ყველაზე მეტად მდგომარეობა გამოასწორა „სალერნიტანამ” — სალერნოელებს 9 ქულით მეტი აქვთ. შარშანდელთან შედარებით 8 ქულით გაიუმჯობესეს მდგომარეობა „ლაციომ” და „უდინეზემ”. ყველაზე დიდ მინუსშია...

პრემიერლიგის ცხრილი იღბლის გარეშე
ჩანაწერი

პრემიერლიგის ცხრილი იღბლის გარეშე

ინგლისში გამოაქვეყნეს პრემიერლიგის ალტერნატიული ცხრილი, რომელიც „მოსალოდნელ გოლებზე” დაყრდნობით შეადგინეს — ხვალ პრემიერლიგა საქმეში ბრუნდება. პრემიერლიგას მსოფლიოში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის, სხვა ქვეყნების პირველობების მსგავსად მუნდიალის გამო შეჩერებული იყო, მაგრამ ამიერიდან მონატრებულ გულშემატკივარს უბრუნდება. საინტერესოა, როგორი იქნებოდა პრემიერლიგის ცხრილი გოლებში იღბალი რომ არ ჩარეულიყო? უნდა ითქვას, რომ ასეთი ცხრილი პირველი არ დგება. მას XG...

ნაპოლიმ კიდევ ერთი გადაწყვიტა
ჩანაწერი

ნაპოლიმ კიდევ ერთი გადაწყვიტა

„ნაპოლიმ” გადაწყვიტა 4 იანვრამდე, როდესაც სერა A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება, კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა მოასწროს. მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „ვილიარეალსა” (2:3) და „ლილთან” (1:4) ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი არ დარჩა, ამიტომაც გაჩნდა „ინტერთან” „სან სიროზე” სტუმრობამდე დამატებითი სპარინგის იდეა. ამჯერად სპალეტი მეტოქის მოსაძებნად შორს არ წასულა და რომც წასულიყო, უცებ ვერავის იპოვიდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ „აძური” თავისავე...