თვე: დეკემბერი 2022

Home 2022 დეკემბერი
კაი ჰავერცის ცუდი ფოტო
ჩანაწერი

კაი ჰავერცის ცუდი ფოტო

კაი ჰავერცი იძულებული იყო ორგანიზატორებისთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გამოერთმია და კამერების წინ ეპოზიორა, რამაც გამწარებულ გერმანელ გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია. „ჩელსის” თავდამსხმელმა კოსტა რიკას ორი გოლი გაუტანა. გერმანიამ 4:2 გაიმარჯვა, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩა. 23 წლის ვარსკვლავსა და მის თანაგუნდელებს ჯგუფური ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება უწევთ. E ჯგუფიდან, რომელშიც ისინი გამოდიოდნენ, მერვედფინალში იაპონია და ესპანეთი...

მიულერის სიტყვა გამოსათხოვარს ჰგავდა
ჩანაწერი

მიულერის სიტყვა გამოსათხოვარს ჰგავდა

აგერ უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატია, რაც გერმანიის ნაკრები ჯგუფში რჩება. კოსტა რიკასთან 4:2 მწარე და ამაო გამარჯვების შემდეგ ვეტერანმა თომას მიულერმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან (სავარაუდოდ) მიდის. როგორც ჩანს მან „ბუნდესმანშაფტში” თორმეტწლიანი კარიერა დაასრულა. „ეს ნამდვილი კატასტროფა იყო, — თქვა მიულერმა ARD-ს მიკროფონების წინ, — არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ამის შემდეგ ნაკრებში თამაში....

ნაპოლი ანთალიას გაემგზავრა და სხვა ამბები
ჩანაწერი

ნაპოლი ანთალიას გაემგზავრა და სხვა ამბები

MF-Milano Finanza-ს გუშინდელ ნომერში სხვადასხვა ფონდების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში გაკრთა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეულ ფინანსურ ძალებს „ნაპოლის” ყიდვა განუზრახავთ. ლაპარაკია მექსიკელ მყიდველზე, რომელიც მილიარდ ევროსთან მიახლოებულ თანხას იხდის, რაც კლუბისთვის, რომელმაც 2021 წელი 228 მილიონიანი შემოსავლის მიუხედავად 58 მილიონიან მინუსში დაამთავრა, თითქოს შვება უნდა იყოს. სტატიაში არაფერი ეწერა იმის შესახებ, თუ რა აზრისაა შემოთავაზების...

პარალელური შანსები
ჩანაწერი

პარალელური შანსები

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც – შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ… E ჯგუფი იაპონია – ესპანეთი (23:00) კოსტა რიკა – გერმანია (23:00) – ესპანეთი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს,...

ბითაძეს ბოლო დაუთმეს
ჩანაწერი

ბითაძეს ბოლო დაუთმეს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი მატჩი გამართა და „საკრამენტოსთან“ 114:137 დათმო. მწვრთნელმა გოგა ბითაძე პარკეტზე 4 წუთი შეუშვა და ამ დროში ჩვენებურმა 8 ქულა მოინაგრა. ბითაძემ სამიანიც ჩააგდო, ორიანიც, ჩატენა კიდეც და ქულა საჯარიმოდანაც მიითვალა. ეს შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ მას მწვრთნელი ისევ არ აძლევს საკმარის სათამაშო დროს და ეს გახლდათ მატჩის...

ტატა მარტინო წავიდა
ჩანაწერი

ტატა მარტინო წავიდა

ტატა მარტინომ მექსიკის ნაკრების ფიასკოზე პასუხისმგებლობა იკისრა და რაკიღა კონტრაქტის ვადაც ამოეწურა, გუნდს გამოემშვიდობა. „ელ ტრი” მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მერვედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო ადგილი პოლონეთს „გაატანა”, თავად კი შეჯიბრებას გამოეთიშა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა მწვრთნელმა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკამ საუდის არაბეთს 2:1 მოუგო, თქვა: „მექსიკის ნაკრებში მომავალზე ფიქრის საბაბი...

კვარამ დაიწყო, ბაზას ინსინიე ესტუმრა
ჩანაწერი

კვარამ დაიწყო, ბაზას ინსინიე ესტუმრა

„ნაპოლიმ” ვარჯიშები განაახლა. თავიდან გუნდი დარბაზში გახურდა, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის პირველ მოედანზე გავიდა და ჯერ აერობიკული წვრთნა ჩაატარა, შემდეგ ბურთთან იმუშავა, ბოლოს კი პატარა ფართობზე ფეხბურთი ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი ვარჯიში სრული დატვირთვით, თანაგუნდელებთან ერთად გაატარა, არაფერს გამოკლებია. რაც შეეხება კოსოვოელ მცველს ამირ რაჰმანის, ის ბოლომდე ჯერაც არ გამოკეთებულა და ინდივიდუალური პროგრამით მოქმედებდა. კასტელ...