თვე: დეკემბერი 2022

Home 2022 დეკემბერი
კრიშტიანო საუდის არაბეთში…
ჩანაწერი

კრიშტიანო საუდის არაბეთში…

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის „ალ ნასრთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წელიწადში 175 მილიონ გირვანქას მიიღებს. საუდელებმა 37 წლის ფეხბურთელთან 7-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან 2,5 წლის განმავლობაში რონალდო უშუალოდ ფეხბურთით იქნება დაკავებული, ხოლო შემდეგ „ალ ნასრის“ ელჩი გახდება.

გვარდიოლა ნეიმარს ეთანხმება, და მაინც…
ჩანაწერი

გვარდიოლა ნეიმარს ეთანხმება, და მაინც…

პელეს გარდაცვალებამ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის თემას ახალი სიმძაფრე შესძინა. შესაძლოა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ ვარსკვლავთა შედარება სწორი არც არის, მაგრამ ფეხბურთს კამათი ახასიათებს და „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასაც მოუხდა პასუხის გაცემა კითხვაზე: ვინ არის ისტორიაში უდიადესი? „ვფიქრობ, ნეიმარმა დიდებულად თქვა: პელემდე ათიანი უბრალოდ ნომერი იყო, მის შემდეგ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა დიდ...

არგენტინელებმა სამძიმარშიც კი ვერ შეიკავეს თავი
ჩანაწერი

არგენტინელებმა სამძიმარშიც კი ვერ შეიკავეს თავი

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სენს ებრძოდა, პელეს გარდაცვალებამ მსოფლიო შეძრა. ფეხბურთის მეფე 82 წლისა გამოეთხოვა წუთისოფელს. მის საპატივცემულოდ ბევრმა გამოჩენილმა ადამიანმა გამოაქვეყნა წუხილის სიტყვები, თუმცა განა მხოლოდ ადამიანმა? „ო რეის” სიკვდილს თვით ისეთი ძლიერი ორგანიზაცია გამოეხმაურა, როგორიც არის NASA. მან თავის ტვიტერზე ბრაზილიურად შეფერილი გალაქტიკის ფოტო გამოაქვეყნა. „ეს გახლავთ მოქანდაკის თანავარსკვლავედის სპირალური გალაქტიკის გამოსახულება, რომელიც...

ფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში
ჩანაწერი

ფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში

ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე აქტაუს „კასპიიმ“ „ბათუმიდან“ ქართველი ფორვარდი გიორგი ფანცულაია დაიმატა. ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა: „ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ ჩვენს საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ფანცულაიამ კარიერაში 85 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. წარმატებებს გისურვებთ!“. ფანცულაია გასულ სეზონში „ბათუმში“ თამაშობდა – 29 მატჩში ჩაატარა 5 გოლი...

 სამგურალმა მიქაძე გაუშვა…
ჩანაწერი

 სამგურალმა მიქაძე გაუშვა…

წყალტუბოს „სამგურალს“ გიორგი მიქაძე აღარ გაწვრთნის. მთავარი მწვრთნელის განთავისუფლების შესახებ განცხადება კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა –  მთავარ მწვრთნელთან შრომითი ხელშეკრულება კლუბის გადაწყვეტილებით შეწყდა. „სამგურალმა“ მადლობა გადაუხადა მიქაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში „სამგურალმა“ 57 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

პელე გაზაფხულიდან
ჩანაწერი

პელე გაზაფხულიდან

„სარბიელის“ ვებ-გვერდზე ეს წერილი 2017 წლის 6 დეკემბერს დაიდო. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის წილისყრისას… ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან...

სიომა
ჩანაწერი

სიომა

ეს წერილი გაზეთ „სარბიელში“ 1998 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუბრიკით „ქართველები საბჭოთა ნაკრებში“… დღეს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა  – 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ პუბლიკაციის მთავარი გმირი სიომა ბარქაია…  წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის...

ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ
ჩანაწერი

ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ

4 იანვარს, „სან სიროზე”, „ინტერი” ხვიჩა კავარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება შეხვედრა, რომლითაც ამ ორი გუნდისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ) სერა A განახლდება, მაგრამ რაც უფრო მთავარია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იქნება ძალიან პრინციპული მატჩი. მის შედეგს სკუდეტოსთვის ბრძოლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე მაგალითად, თუ ნეაპოლელი სტუმრები გაიმარჯვებენ, ისინი „ნეროაძურის” 14(!) ქულით გაასწრებენ....

ჯენარო გატუზო: სიკვდილის არ მეშინია
ჩანაწერი

ჯენარო გატუზო: სიკვდილის არ მეშინია

ესპანურმა გაზეთმა AS გიორგი მამარდაშვილის კლუბის, „ვალენსიას” იტალიელ მწვრთნელთან ჯენარო გატუზოსთან ვრცელი, ორნაწილიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის საუბარმა „ჩეების” ტექნიკურ-ტაქტიკური საკითხების გარდა გატუზოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტიც მოიცვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც თავად AS-მა ამოარჩია და საიტზე დადო. გატუზომ ფეხბურთის აღქმა შეიცვალა  27-28 წლის რომ ვიყავი „მილანში” ვთამაშობდი და ერთ-ერთ ესპანურ გუნდს შევხვდით. ჩვენ დავრბოდით...

ნეაპოლის შავ ბაზარზე კვარაბომბა გამოჩნდა
ჩანაწერი

ნეაპოლის შავ ბაზარზე კვარაბომბა გამოჩნდა

ნეაპოლი გადაირია. იტალიის ამ ქალაქში ხვიჩა კვარაცხელია კერპად რომ იქცა ვიცით და ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ვაი რომ ჩვენი ბიჭი ყუმბარადაც აქციეს — ახალი წლის წინა დღეებში ნეაპოლის შავ ბაზარზე გამოჩნდა ასაფეთქებელი სახელად „კვარაბომბა”. იტალიური პრესა იტყობინება, რომ პიროტექნიკის ტრადიციულ ასორტიმენტს აქამდე არსებული და კარგად ცნობილი „ბომბა მარადონას” მოდერნიზებული ვერსია შეემატა, რომელსაც ქართველი გარემარბის სახელი...