ნეაპოლი გადაირია. იტალიის ამ ქალაქში ხვიჩა კვარაცხელია კერპად რომ იქცა ვიცით და ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ვაი რომ ჩვენი ბიჭი ყუმბარადაც აქციეს — ახალი წლის წინა დღეებში ნეაპოლის შავ ბაზარზე გამოჩნდა ასაფეთქებელი სახელად „კვარაბომბა”.
იტალიური პრესა იტყობინება, რომ პიროტექნიკის ტრადიციულ ასორტიმენტს აქამდე არსებული და კარგად ცნობილი „ბომბა მარადონას” მოდერნიზებული ვერსია შეემატა, რომელსაც ქართველი გარემარბის სახელი დაარქვეს. თავად „ბომბა მარადონას” წინაპარი რაღაც „კობრა” ყოფილა, მაგრა მისგან განსხვავებით „მარადონა” ჰაეში არგენტინის ნაკრების ფერებად იშლება და იწერება D10S.
„კვარაბომბა” კი უფრო მძლავრია. ის ასაფეთქებელ ნივთიერებათა 500 გრამიანი ნაზავისგან მზადდება და დახლქვეშ მოვაჭრეთა შორის ძალიან პოპულარულია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
