მაიკ დინმა შეცდომა აღიარა: კრისტიან რომერო მარკ კუკურელიას თმაში ჩაეჭიდა და დაჰქაჩა. მას, როგორც VAR-ზე პასუხისმგებელ არბიტრს ეს უნდა დაენახა ან „ალავერდს” მთავარ არბიტრთან გადასულიყო. ხსენებული ინციდენტი ლონდონური დერბის დროს მოხდა. შეხვედრას ენტონი ტეილორი სჯიდა. „ჩელსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” დაუზავდა — 2:2. თამაში ნერვიული და დაძაბული გამოდგა. მწვრთნელებმა, თომას ტუხელმა და ანტონიო კონტემაც კი იჩხუბეს. თან...
საცხობიდან მგლებში
ინგლისურმა „ვულვზმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ მათეუს ნუნიესის სანაცვლოდ 42 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ნუნიესზე დიდ იმედებს ამყარებენ, ახლახან ის პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს. საინტერესოა, რომ ნუნიესი „მგლებისთვის“ რეკორდული ახალშენაძენია. რამდენიმე წლის წინათ ბრაზილიაში დაბადებული ეს პორტუგალიელი ბიჭი თავისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა. მათეუსის მამინაცვალი პორტუგალიელი გახლდათ, დედა – ბრაზილიელი. ის ლისაბონში 13 წლისა ჩავიდა და დარჩა და დარჩა....
რა ხდება ნაპოლიში?
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” კვლავ ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯაკომო რასპადორიმ და ფრანგმა ტანგი ნდომბელემ გუშინ რომში „ვილია სტიუარტის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს და, როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, ჩაკი ლოსანოსა და ელიფ ელმასს წასასვლელად გზა გაუხსნეს. ლოსანო „მანჩესტერ იუნაიტედს” სდომებია, ელმასი კი „ევერტონს”. პარტენოპეელებმა ამ ზაფხულს შემადგენლობა გვარიანად შეცვალეს. ლუჩანო სპალეტის ფაქტობრივად ახალ ხალხთან უწევს მუშაობა, გუნდს ახალი...
ორშაბათამდე ოლდ ტრეფორდზე?
„სანის” ექსკლუზიური ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება მას ოთხწლიან კონტრაქტსა და კვირაში 350 000 გირვანქას მოუტანს. კაზემიროზე დიდი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (480 000 გირვანქა კვირაში) და დავიდ დე ხეას (375 000) ექნებათ. როგორც გაზეთი ამბობს, „იუნაიტედის” საფეხბურთო საქმეთა დირექტორმა ჯონ მარტოუმ ბოლო ორ...
დაულაგებელი საქართველო
ათენში მიმდინარე „აკროპოლისის თასზე“ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ილიას ზუროსის შეგირდები ამჯერად მასპინძლებთან დამარცხდნენ – 67:80. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბერძნები სათამაშოდ იანის ადეტოკუმბოს გარეშე გავიდნენ. ასევე აღსანიშნავია ფაქტია, რომ საქართველო ყოველთვის კარგად იწყებს და პირველი ტაიმი ამჯერადაც მოიგო, მაგრამ ბოლომდე ძალების გადანაწილება უჭირს, რის გამოც დასკვნით ნაწილს აგებს. ვერც იმას გავექცევით,...
ტიტე მბაპეს პასუხობს
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გამონათქვამს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი მატჩები უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთ ამერიკისა. „მგონია, რომ მბაპე ერთა ლიგის, ან ამხანაგური მატჩების შესახებ საუბრობს და არა მონდიალის შესარჩევ შეხვედრებზე. დიდი პატივსიცემის მიუხედავად, ჩვენ არ გვყავს აზერბაიჯანი და ისეთი გუნდები, რომლებთანაც...
ქართველი ბაიერნში – N 10
ეს ამბავი მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდდა და ჩვენ ბევრს არაფერს დავამატებთ. მხოლოდ ერთს – ფრიად სასიამოვნოა ქართველი ფეხბურთელის ევროპის ერთერთ გრანდში ხილვა. „ლუკას ვიცნობდით და ვაკვირდებოდით. ის ჩვენთან გარკვეული პერიოდი ვარჯიშობდა და ბრწყინვალე შთაბეჭდილებაც დატოვა. ამიტომაც გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა და ლუკა შემდეგი სეზონიდან შემოგვიერთდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ თბილისის „დინამოს“ თანამშრომლობისთვის და მის...
სანამ მასკი ხუმრობდა, რეტკლიფი საქმეზე გადავიდა
ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი ადასტურებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა უნდა. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ იმავე კლუბის შეძენა სურს ილონ მასკსაც და მან ამის შესახებ ტვიტერში დაწერა კიდეც, ეს ექსცენტრული ბიზნესმენის ხუმრობა გამოდგა, რაც თავად აღიარა. ერთი ხნის მერე მასკმა დატვიტა, სპორტულ კლუბებს არ ვყიდულობო. რეტკლიფი მრავალფუნქციური ქიმიური ინდუსტრიის კორპორაციის Ineos-ის...
რატომ უნდა ითამაშოს სიტიმ ბარსელონაში?
პრემიერლიგის სეზონი ხურდება. ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” შესანიშნავად დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველ შეხვედრაში დაამარცხა „ვესტ ჰემი” 2:0, ხოლო მეორეში „ბორნმუთი” 4:0. მანკუნიანელებს მომდევნო მატჩი „სენტ ჯეიმსის პარკზე” „ნიუკასლ იუნაიტედთან” უწევთ, მერე კი… ბარსელონაში მიემგზავრებიან, სადაც ოთხშაბათს „კამპ ნოუზე” ამხანაგური სანახაობა უნდა მოაწყონ. ამ შეხვედრის შესახებ „ბარსამ” ჯერ კიდევ ივნისში, პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. პრეს-კონფერენციას კლუბის პრეზიდენტი ჟოან...
საქართველო ბევრს უშვებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „აკროპოლისის თასი“ თურქეთთან მატჩით გახსნა. ჩვენებს კარგი თამაში გამოუვიდათ შეტევაში, მაგრამ დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს თავისუფლად უშვებდნენ და საბოლოოდ 88:101 დამარცხდნენ. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ მეოთხედში მცირე ხნით უპირატესობა მიიღო, ერთი პერიოდი 10 ქულითაც დაწინაურდა და მეოთხედი 6 ქულითაც მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან თურქებმა თამაში დაალაგეს, სადღაც შუაგულში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო...









