საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაემგზავრა, სადაც 29 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში საქართველოც არის. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში იტალიის, ჩერნოგორიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან მოხვდა. სხვა ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ: B ჯგუფი: საბერძნეთი, მალტა, საფრანგეთი, ხორვატია C ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები D ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ისრაელი, სლოვენია ჯგუფიდან...
ნაპოლის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი
ვინ არ იცის ბელგიელი დრის მერტენსი, რომელიც ცხრა წელიწადი „ნაპოლიში” თამაშობდა და ამ ზაფხულს „გალათასარაიში” გადავიდა. DAZN-თან ინტერვიუში 35 წლის თავდამსხმელმა თქვა: „სტამბოლი დიდებული ქალაქია. მართალია, მე და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვეძებთ სახლს, მაგრამ აქ ჩამოსვლა უთუოდ დიდი თავგადასავალია. ძალიან დიდ კლუბში მოვხვდი. არც კი ვიცოდი „გალათასარაის” ამხელა ისტორია თუ ჰქონდა. ერთ დილას ჩემმა...
წაგების მიუხედავად გატუზო კმაყოფილია
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ბილბაოში, „სან მამესზე” 0:1 წააგო. სტუმრებს შეხვედრის ბოლო წამს ანგარიშის გათანაბრების დიდებული შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ბედმა ბასკებს გაუღიმა — საჯარიმოში ეფექტური შესვლის შემდეგ მარკოს ანდრეს დარტყმული ძელს გაეხახუნა და მოედნის გარეთ გავიდა. მატჩის შედეგი ერთმა სანტიმეტრმა გადაწყვიტა. ქართველ გულშემატკივარს, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს, თუ როგორ ითამაშა მამარდაშვილმა. უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში...
ოსიმენი კვარას შესახებ
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ” „მონცას” 4:0 მოუგო. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ნეაპოლელთა ნიგერიელი ცენტრ-ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იყო. მან ოთხიდან ერთი გოლი შეაგდო. მატჩის დამთავრების შემდეგ ოსიმ Dazn-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. პირველიდან ბოლო წუთამდე უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით”. კვარაცხელიას შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ის ბრწყინვალე მოთამაშეა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა...
კვარაცხელიას შოუ: ორი ოვაცია
შოუ გახურდა. „მარადონა” სავსეა ენთუზიაზმით, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, ბიჭები საუცხოოდ ირჯებიან, საბრალო „მონცა” წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, პერიოდულად კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ შთაგონებული „ნაპოლის” გაჩერება ვერ შეძლო. ამ გუნდს მეტოქის ნოკაუტში (Knock Out) ჩაგდება შეუძლია, ოღონდ ამჯერად სიტყვა ნოკაუტში კვარაცხელია-ოსიმენს ვგულისხმობთ (Kvaratskhelia-Osimhen-ის აბრევიატურა). მათი გოლების თანმიმდევრობა იგივე იყო, რაც ვერონაში, ოღონდ ნეაპოლში უფრო ეფექტური გამოვიდა. „ნაპოლიმ”...
გატუზოს სიკვდილის ეშინია
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ბილბაოში თამაშობს. შეხვედრის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების” მწვრთნელს ჯენარო გატუზოს მოახლოებული თამაშის შესახებ დაუსვეს რამდენიმე კითხვა. ჟურნალისტებს უპირველეს ყოვლისა დაშავებული ფეხბურთელების ამბავი აინტერესებდათ. „პაულისტამ ბოლო დღეებში ივარჯიშა. თამაშის წინ ერთხელაც დაველაპარაკები და ვკითხავ, როგორ გრძნობს თავს. ამწუთას არ ვიცი შეძლებს თუ არა თავიდანვე თამაშს. რაც შეეხება მარკოს ანდრეს, მან ერთი დღე...
51-კაციანი ქართველობა
სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში...
საქართველო ბოლოში დარჩა…
„აკროპოლისის თასი“ საბერძნეთმა მოიგო! ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძლებმა თურქები დაამარცხეს. კოსტას ანტეტენკუმპოს შესანიშნავი თამაშით ბერძნებმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგეს. თურქები დროულად გამოფხიზლდნენ – იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილ მასპინძლებს (ზურგის ტრავმა) სტუმრებმა 3 წამიან ზონაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და შესვენებაზე 43:42 დაწინაურებულები გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისშივე თურქებმა საკუთარი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ერთერთ სადავო ეპიზოდში თურქეთის მთავარი...
როგორ გახდა ბერბატოვი მცველი
როდესაც 2011 წლის სექტემბრის ამბავი შეახსენეს, დიმიტარ ბერბატოვს გაეღიმა. ეს ლიგის თასის მესამე ეტაპზე მოხდა. „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად 3:0-ს უგებდა და სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. ამ დროს დებიუტანტი ზეკი ფრაიერსიც დაშავდა, მატჩის დამთავრებამდე კი 10 წუთი რჩებოდა. სერ ალექს ფერგიუსონი ცოტა დაბნეული ჩანდა… ბულგარელი ვარსკვლავი, რომელიც დღეს თავის სამშობლოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძვის...
ჩელსის გაჰარების მოლოდინში
„დეილი მეილის” ინფორმაციით „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტნის ჰარი მაგუაირის შეძენას ფიქრობს. გაზეთი ამბობს, რომ „იუნაიტედში” მაგუაირის მომავალი ბურუსით არის მოცული. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდში ორშაბათს, „ლივერპულთან” შეხვედრაში ადგილი გარანტირებული არ აქვს „სტემფორდ ბრიჯზე” შეიძლება ხსნად მოევლინოთ. პარალელურად, „ჩელსი” ცდილობს „ლესტერ სიტისგან” 21 წლის ფრანგი ვესლი ფოფანაც იყიდოს. „დეილი მეილმა” შეიტყო, რომ...









