შოუ გახურდა. „მარადონა” სავსეა ენთუზიაზმით, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, ბიჭები საუცხოოდ ირჯებიან, საბრალო „მონცა” წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, პერიოდულად კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ შთაგონებული „ნაპოლის” გაჩერება ვერ შეძლო. ამ გუნდს მეტოქის ნოკაუტში (Knock Out) ჩაგდება შეუძლია, ოღონდ ამჯერად სიტყვა ნოკაუტში კვარაცხელია-ოსიმენს ვგულისხმობთ (Kvaratskhelia-Osimhen-ის აბრევიატურა). მათი გოლების თანმიმდევრობა იგივე იყო, რაც ვერონაში, ოღონდ ნეაპოლში უფრო ეფექტური გამოვიდა. „ნაპოლიმ” მეტოქე ფლანგებიდან დაამუშავა, დაღალა, მოატყუა და შემდეგ ნოკაუტში (KO) ჩააგდო. მეორე ტაიმში კი ისევ K ფაქტორი ამუშავდა: ქართველმა მეორე გოლი შეაგდო და ერთიც კიმმა კორეულად (აქაც „კ”) დაამატა. გულშემატკივრის ენთუზიაზმი იმანაც გააძლიერა, რომ მართალია ჯერჯერობით სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ თამაშზე იყვნენ ნდომბელე, რასპადორი და სიმეონე.
….შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი „მკვდარ ზონაში” მიიღო, მაგრამ აქტიურ მონაკვეთს დაუბრუნდა და მარჯვენა ფეხით, შემაშინებელი ძალის დარტყმით მაღალ კუთხეში გაუშვა, სადაც დი გრეგორიო მას ვერ შესწვდებოდა. ორი წუთის შემდეგ ულტრაბგერის სისწრაფეზე ქართველისა და ოსიმენის ტრიანგულაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დამთავრდა, მაგრამ ბურთი ზევით გაფრინდა. თუმცა ნიგერიელმა მაინც ზედგამოჭრილ დროს გაიტანა: „ნაპოლის” ნახევარმცველებმა „მონცას” პირველი წინააღმდეგობა შესანიშნავად დაძლიეს, ანგისამ კი ოსიმენს პასი გაუჭრა. ოსიმენი საჯარიმოში შევარდა და კარი ჩამოიღო.
კვარადონა. მეორე ტაიმში თამაშის ტაქტიკური სურათი არ შეცვლილა. მეტიც, რანოკიას ტრავმამ „მონცასთვის” მდგომარეობას გაართულა, შეცვლაზე შესულმა ანტოვმა კი კვარაცხელიას სლალომში ერთ-ერთი ძელის როლი შეასრულა. ქართველის დაუჯერებელი სტარტი აქვს: ორ შეხვედრაში სამი გოლი, თავური, მარჯვენა ფეხით და მარცხენა ფეხით. ეს ფეხბურთელი აშკარად სრულყოფილად წარმოდგა….
ლა გაძეტა დელო სპორტი
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
