თვე: აგვისტო 2022

Home 2022 აგვისტო
ედი რეიამ კვარაცხელია მყისიერად დაინახა
ჩანაწერი

ედი რეიამ კვარაცხელია მყისიერად დაინახა

იტალიელი მწვრთნელი ედი რეია ქართველ გულშემატკივარს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩიდან უნდა ახსოვდეს. 2022 წლის 29 მარტს, ტირანაში, მეტოქეები 0:0 დაზავდნენ. 76 წლის რეია კვლავ შკიპერიის ეროვნულ გუნდს უდგას სათავეში. 2005-09 წლებში ის „ნაპოლისაც” წვრთნიდა. რეიამ Radio Goal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი. ქვემოთ ამონარიდებს გთავაზობთ: ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ალბანეთის ნაკრებს საქართველოსთან...

ამერიკელთა მოგზაურობა თბილისში
ჩანაწერი

ამერიკელთა მოგზაურობა თბილისში

… ქუთაისელი ბიჭი იყო. ჯადოქარი სულიკო თორთლაძის კიდევ ერთი ქმნილება. „დინამოში“ პირველად 1979 წელს ითამაშა, ცეესკასთან. 1980-იან წლებში დაფრინავდა. 88-ში, როდესაც საბჭოთა კავშირში NBA-ს გუნდი „ატლანტა ჰოქსი“ ჩამოვიდა თავის დომინიკ უილკინსით, თბილისურ შეხვედრაში რამდენიმე წუთი ათამაშეს. 1995-96 წლების სეზონშიც კი „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა.

დრამა მიუნხენში
ჩანაწერი

დრამა მიუნხენში

ორი ქართველი იდგა მიუნხენის ოლიმპიდის კვარცხლბეკზე, უცხო დროშის ქვეშ, უცხო ჰიმნის ფონზე. ტელევიზორში ალბათ ისინიც რუსები ეგონათ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით: ქართველებმა დიდი ისტორიის დაწერაში ლომის წილი დაიდეს.

კარგი, ცუდი…
ჩანაწერი

კარგი, ცუდი…

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო და ჩვენებმა – 77:66 იმარჯვეს. საქართველომ კალათბურთი სულ ოთხი წუთი ითამაშა – მესამე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც 16:0 „გაქცევა“ მოაწყო. სხვა მომენტებში თამაში არ მიგვდიოდა: ცუდი შეტევა, ბევრი შეცდომა, უზუსტო სროლები. არ ჩანდა კომბინაციური თამაში. ბედად, ვერც...

ლოჩოშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
ჩანაწერი

ლოჩოშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

მეორე ტურში, სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა — 24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს” შემადგენლობაში ითამაშა. კრემონელებმა კრის სმოლინგის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის გამო რომში ჟოზე მოურინიუს „რომასთან” 0:1 წააგეს. ლუკამ 85 წუთი ითამაშა. ბოლო 5 წუთში ის დანიელე ჩიოფანიმ შეცვალა. „ლოჩოშვილი? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” 52 წლის...

კვარა შოუ: ნაპოლის სარეკორდო დებიუტი
ჩანაწერი

კვარა შოუ: ნაპოლის სარეკორდო დებიუტი

„ნაპოლის” საუკუნოვან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 96 წლიან ისტორიაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაირი  არავინ არის. ის გახლავთ პირველი ახალწვეული რომელმაც სერია A-ში, „აძურის” შემადგენლობაში ორ სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ამას თუ დაამატებთ, რომ ქართველი მხოლოდ 21 წლისაა, აღმოაჩენთ, რომ ყველა, ვისაც მანამდე ორ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანია მასზე უფროსები იყვნენ. გარდა ამისა, ეს მატჩები კვარაცხელიას...

მზადება დასრულდა, წინ ნიდერლანდებია
ჩანაწერი

მზადება დასრულდა, წინ ნიდერლანდებია

24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, მორიგი მატჩი ნიდერლანდებთან ელის. თამაში ახალ სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – გამარჯვების შემთხვევაში, ილიას ზუროსის გუნდი მონდიალისკენ გაიწევს… მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ახლა ასეთი სიტუაციაა: ესპანეთი, იტალია და ისლანდია 3-3 მოგებით ლიდერობენ, შემდეგ მოდის საქართველო (2),...

უკრაინის ჩემპიონატი დაიწყო
ჩანაწერი

უკრაინის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში დონეცკის „შახტარმა“ ხარკოვის „მეტალისტ 1925-ს“ „უმასპინძლა“ კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე. შეხვედრა უგოლოდ – 0:0 დასრულდა. საინტერესოა, რომ სიმბოლურად პირველი დარტყმის უფლება უკრაინელ ჯარისკაცს მისცეს, რომელმაც აპლოდისმენტების ფონზე გახსნა ახალი სეზონი. მას „შახტარის“ შარფი ეკეთა. „შახტარს“ მაისურებზე ეწერა – „დონეცკი. უკრაინა გაიმარჯვებს!“

ცრემლი
ჩანაწერი

ცრემლი

„რეალის“ ნახევარმცველი, კაზემირო, ემოციურად დაემშვიდობა მადრიდულ კლუბს. „როცა 2013-ში „რეალში“ მოვედი, ვთქვი, რომ ყველაფერს გავიღებდი კლუბისთვის. ასეც მოხდა, უამრავი ჯილდო მოვიგე და ახლა ვალმოხდილი მივდივარ მანჩესტერში. ყოველთვის ძნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, აგენტს ვუთხარი, რომ „რეალში“ ჩემი კარიერა დასრულებული იყო. შვებულების შემდეგ ზუსტად ასეთივე განწყობა მქონდა. ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მადრიდულ კლუბთან...

ბათუმის მე-6, ყაველაშვილის -300
ჩანაწერი

ბათუმის მე-6, ყაველაშვილის -300

ეროვნული ლიგის 22-ე ტურს გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა, „ბათუმმა“ და „დინამომ“ ისევ გაიმარჯვეს და კვლავ 9 ქულა აშორებთ ერთმანეთს. „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ქულებით „საბურთალოს“ გაუთანაბრდა. ჯერ „დინამომ“ ითამაშა და „დილას“ დიდი ანგარიშით – 3:0 მოუგო. თქვა კიდეც შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ასეთ ანგარიშს არ...