რაც უფრო ვუახლოვდებით დასასრულს, მით უფრო იკარგება საზღვარი იდეასა და მოლაპარაკებებს შორის. ახლა ის იმდენად ვიწროა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარმა შეცდომა რომ არ დაგვაშვებინოს. კრიშტიანუ რონალდუს „ნაპოლიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ ეს სწორად უნდა მოხდეს. ჟორჟე მენდეში რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ახალი კლუბის პოვნას ცდილობს, რადგან რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. მიზეზი: „იუნაიტედი”...
ევროპა ჯგუფი
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ 32 გუნდი 8 ჯგუფში გადაანაწილა. ერთად მოხვდნენ ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლაციოს“ და „ფეიენოორდს“ შეერკინება, ხოლო ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ „ოლიმპიაკოსს“, „ფრაიბურგსა“ და „ნანტს“ შეხვდება. A ჯგუფი არსენალი (ინგლისი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ციურიხი (შვეიცარია) B ჯგუფი დინამო (კიევი, უკრაინა), რენი (საფრანგეთი), ფენერბაჰჩე...
უეფას საუკეთესოები
სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ. ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55...
ვალენსიას ნახევარმცველი დაემატა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა გაკვაჭა მორიგი სატრანსფერო ოპერაცია, — პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრე ალმეიდა 7,5 მილიონ ევროდ „ღამურა” გახდა. ალმეიდამ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ახალწვეული მანისესის აეროპორტში გუშინ ჩაფრინდა და AS-მა ფოტო გადაუღო. „ძალიან მიხარია „ვალენსიას” ფეხბურთელი რომ გავხდი. იმედი მაქვს, რომ აქ ბევრ ტიტულს მოვიგებ. „მესტალიადან” ერთი კვირის წინ...
ტენ ჰაგის გულწრფელობის ორი საათი
წინა ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს დიდი კრება მოუწვევია. კრება ორ საათს გაგრძელებულა. ჰოლანდიელს თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, გულწრფელად მითხარით ვის რა გაწუხებთ და გპირდებით არავინ დაისჯებაო. გულახდილობის დღეს ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუსა და ჰარი მაგუაირისთვის უთქვამს, რომ ისინი ორშაბათს „ლივერპულის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდნენ. მანკუნიანელებმა მერსისაიდელებს 2:1 მოუგეს. რონალდუს თათბირზე ხმა არ...
კვარა აიაქსთან და ლივერპულთან
სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენების „ნაპოლი“ და „კოპენჰაგენი“, რომელთა ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია და დავით ხოჭოლავა იცავენ, ლამის სიკვდილის ჯგუფებში მოხვდნენ: ნაპოლი A ჯგუფში მოხვდა „აიაქსთან“, „ლივერპულთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად ითამაშებს, „კოპენჰაგენს“ კი პეპ „მანჩესტერ სიტი“, „სევილია“ და „დორტმუნდი“ ერგო. საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავის ყოფილ კლუბს,...
ნაპოლი ხვიჩას გარეშე
„ფიორენტინასთან“ მატჩამდე „ნაპოლიმ,“ თავის „დიეგო მარადონაზე“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა დაბალლიგელ „იუვე სტაბიასთან“ და 3:0 გაიმარჯვა. ლუჩანო სპალეტიმ ექსპერიმენტული შემადგელობით ითამაშა. ძირითადის ფეხბურთელები ამჯერად მაყურებლების როლში გახლდნენ, მინდორზე კი სათადარიგოები და ახალწვეულები: ნდომბელე, რასპადორი, სიმეონე და სირიგუ იყვნენ. ამ დღეს მათ წარდგენასთან ერთად დებიუტიც გამუვიდათ. ნდომბელემ ძალიან ლამაზო გოლიც გაიტანა. ასევე თავი ამბროზინომ და ძერბინმა გამოიჩინეს. „ნაპოლის“...
ლივერპულში თუ მოვხვდებოდი…
„ლივერპულის“ პორტუგალიელმა შემტევმა დიოგუ ჟოტამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჭაბუკობაში ვერც კი იოცნებებდა მერსისაიდულ კლუბში თამაშზე. „როცა 16 წლის ვიყავი „გონდომარში“ ვთამაშობდი. ყოველთვიურად ჩემი მშობლები ფულს იხდიდნენ, რომ შემადგენლობაში ვყოფილიყავი. პორტუგალიაში ამ მხრიც ცოტა სხვაგვარადაა მოწყობილი საქმე, ვიდრე ინგლისში. როცა „პასუშშ დე ფერიერაში“ გადავედი, მაშინ მცირე ხელფასი დამინიშნეს. ახალგაზდობაში დიდ კლუბებში არ მითამაშია. არადა, ჩემი მეგობრები...
დღეს ევროპა საუკეთესოს იტყვის…
დღეს, სტამბოლში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოცხადდება. წლეულს, გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა და ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მწვრთნელები მონაწილეობენ. საქართველოდან, უეფას პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ, ხოლო ჩვენი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე. უეფას უმაღლესი ჯილდოს მისაღებად...
ვალენსიას ტრავმებიღა აკლდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” გეგონება გონსალო გედეშის „ვულვერჰემპტონში” გაყიდვა არ ეყოფოდა, უგო დურო დაუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამურებს” თავდასხმაში ძალა მოაკლდება. ფორვარდი კვლავ ყავარჯნებით დადის. მან საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ მაინც გაურკვევლობაშია. მედიკოსები ვერ ამბობენ, როდის დაუბრუნდება ბილბაოში, „სან მამესზე” დაშავებული ფეხბურთელი მოედანს. ამბობენ, რომ დუროს კოჭის უკან ანთებითი პროცესი აქვს. კლუბის მიერ გავრცელებულ...









