გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” გეგონება გონსალო გედეშის „ვულვერჰემპტონში” გაყიდვა არ ეყოფოდა, უგო დურო დაუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამურებს” თავდასხმაში ძალა მოაკლდება. ფორვარდი კვლავ ყავარჯნებით დადის. მან საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ მაინც გაურკვევლობაშია. მედიკოსები ვერ ამბობენ, როდის დაუბრუნდება ბილბაოში, „სან მამესზე” დაშავებული ფეხბურთელი მოედანს.
ამბობენ, რომ დუროს კოჭის უკან ანთებითი პროცესი აქვს. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელი მკურნალობასა და ტესტირებას მანამდე განაგრძობს, სანამ კლინიკური სურათი არ გამოსწორდება. ასეთმა გაურკვევლობამ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრის აღშფოთება გამოიწვია.
ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ „ვალენსიას” ისედაც არეული პერიოდი უდგას. კლუბს ურუგვაელი მაქსი გომესის გაყიდვა უნდა, მარკოს ანდრეს „რაიო ვალეკანოში” გადასვლა კი, როგორც ჩანს, დაამუხრუჭა.
„ღამურებს” ყველაზე მეტად მაინც ედინსონ კავანის შეძენა სურთ და ყველა ღონეს იხმარენ რათა სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, 35 წლის ურუგვაელი თავისუფალი აგენტი დაიმატონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
