რა არ მოხდა „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში. მათ შორის იყო ბოლო წამის ეპიზოდი, როდესაც მადრიდელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მონსანომ ის არ ჩათვალა, რადგან ბრაჰიმ დიასის საგოლე ჩაწოდებამდე და შესაბამისად ჯუდ ბელინგემის თავურამდე თამაში დაამთავრა. არბიტრის გადაწყვეტილებას აყალმაყალი მოჰყვა. მონსანომ ბელინგემს წითელი ბარათიც კი აჩვენა. მიზეზი: ინგლისელმა თავის ენაზე თქვა „its a fucking...
ჭდე: უგო დურო
გაწევ-გამოწევა მესტალიაზე
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” კვირას „გრანადას” 1:0 მოუგო. „ღამურებმა” გამარჯვების გოლი უგო დუროს მიერ 45+7 წუთზე მოპოვებული საეჭვო პენალტით გაიტანეს. როგორც ირკვევა, ამან მეტოქეებს, კერძოდ კი „გრანადას” მწვრთნელ პაკო ლოპესსა და დუროს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ინციდენტი ტელეკომპანია DAZN-ის კამერებმა დააფიქსირა. როდესაც მსაჯმა გარსია ვერდურამ პირველი ტაიმი ისე დაამთავრა, რომ სტუმრებს თამაში ცენტრიდანაც კი არ გააგრძელებინა, პაკო...
ვალენსიას ტრავმებიღა აკლდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” გეგონება გონსალო გედეშის „ვულვერჰემპტონში” გაყიდვა არ ეყოფოდა, უგო დურო დაუშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამურებს” თავდასხმაში ძალა მოაკლდება. ფორვარდი კვლავ ყავარჯნებით დადის. მან საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ მაინც გაურკვევლობაშია. მედიკოსები ვერ ამბობენ, როდის დაუბრუნდება ბილბაოში, „სან მამესზე” დაშავებული ფეხბურთელი მოედანს. ამბობენ, რომ დუროს კოჭის უკან ანთებითი პროცესი აქვს. კლუბის მიერ გავრცელებულ...
მამარდას ფორთოხალი ერგო
თუ ჯენარო გატუზოს ამოცანა ის არის, რომ გიორგი მამარდაშვილს ფეხით ან ცენტრალურ მცველად თამაში ასწავლოს, მაშინ ის მიზანს აშკარად მიაღწევს. პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა, როდესაც მეტოქე ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს თამაშობს, „ვალენსიას” თავისი საჯარიმოდან ბურთი ჯერ მაინც ვერ გამოაქვს ყოჩაღად, რისკის ზღვარზეა. საშიშია, მეტოქემ მეკარეს ან მცველს პასი არ ჩაუჭრას და კარში არ შეუგდოს. სხვა მხრივ, გატუზოს...
რას შვრები დურო, რჩები თუ მიდიხარ?
„ვალენსიას” უგო დუროს 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის დრო ეწურება, ორი კვირაღა დარჩა, მადრიდელმა თავდამსხმელმა კი ამასობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა — ლა ლიგაში მეშვიდე, ხოლო სულ მეათე. ამბობენ, რომ „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კლუბის დირექტორებს აჩქარებს — დუროსნაირი ფორვარდის ხელში 4 მილიონად ჩაგდება სახეირო საქმეა. ბევრი კლუბი აქამდეც არ მიიყვანდა საქმეს. დურო „ხეტაფეს” აღზრდილი და...
დურო: ქაღალდის სახლიდან დენვერი მიყვარს
გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი, „ვალენსიას” 22 წლის თავდამსხმელი უგო დურო ნიჭიერი ფეხბურთელია. ის მადრიდელია, „ხეტაფეს” სკოლის აღზრდილი, თუმცა შემდეგ იჯარით „რეალში” გადავიდა, სადაც B გუნდში 19 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ხოლო დიდ გუნდში სულ ორჯერ შედგა მოედანზე ფეხი. მოედანს მიღმა კი დურო ჩვეულებრივი ახალგაზრდაა, რომელიც თამაშობს FIFA-ს, ფიქრობს გართობაზე და… თუმცა, ჯობს თავად თქვას: — ბავშვობაში...





