თუ ჯენარო გატუზოს ამოცანა ის არის, რომ გიორგი მამარდაშვილს ფეხით ან ცენტრალურ მცველად თამაში ასწავლოს, მაშინ ის მიზანს აშკარად მიაღწევს. პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა, როდესაც მეტოქე ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს თამაშობს, „ვალენსიას” თავისი საჯარიმოდან ბურთი ჯერ მაინც ვერ გამოაქვს ყოჩაღად, რისკის ზღვარზეა. საშიშია, მეტოქემ მეკარეს ან მცველს პასი არ ჩაუჭრას და კარში არ შეუგდოს.
სხვა მხრივ, გატუზოს ხელში „ღამურები” ცდილობენ მოწინააღმდეგემ მათი მეკარე საერთოდ არ შეაწუხოს და „ატალანტასთან” შეხვედრაში ეს ფაქტობრივად მოახერხეს კიდეც. გიორგი ძირითადად მეტოქისთვის წართმეული ბურთის წინ გადატანაში ანუ ფეხით გათამაშებულ კომბინაციებში მონაწილეობდა, მეკარის ძირითადი საქმე კი თამაშის ბოლო ორ ეპიზოდში შეასრულა, ისიც ციდან ვარსკვლავების მოწყვეტა არ დასჭირვებია — მოწინააღმდეგის დარტყმას ოსტატურად დახვდა ადგილზე.
„ვალენსიამ” უგო დუროს ორი ლამაზი გოლით 2:1 მოიგო და „ტროფეო ნარანხა” ანუ ნარინჯისფერი ჯილდო მოიგო. ეს გახლავთ ყოველწლიური თასი, რომელიც „მესტალიაზე” 1959 წლიდან თამაშდება და „ღამურებს” სხვადასხვა მოწინააღმდეგე ჰყავთ. ბოლო 2019 წელს „ინტერი” იყო, რომელმაც პენალტებით გაიმარჯვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
