„ტროფეო ნარანხაზე”, „ვალენსიასა” და „ატალანტას” შეხვედრაში (2:1) ესპანური გუნდის გულშემატკივარს თვალში პორტუგალიელი ვარსკვლავის გონსალო გედეშის არყოფნა მოხვდა. ტრიბუნებზე ათასი ჭორი გავრცელდა. საინტერესო ის იყო, რომ გედეში თამაშის დაწყების წინ თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან ერთად გავიდა მოედანზე და ხალხს მიესალმა. მან მატჩს „მესტალიას” VIP-ლოჟიდან ადევნა თვალი. მის გვერდით ისხდნენ მარკოს ანდრე, გაბრიელ პაულისტა და „ღამურების” ყოფილი ფეხბურთელი ესეკიელ გარაი.
გედეშის გაყიდვა ამ ზაფხულს „ღამურების” ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, მაგრამ აქამდე ისე ჩანდა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა და პორტუგალიელი გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადებოდა.
„ატალანტასთან” გამარჯვების შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს-კონფერენციაზე თქვა:
„ამ დილით მიგელ კორონამ („ღამურების” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად კლუბის ტექნიკური მდივანი) დამირეკა და სიტუაცია ამიხსნა. გედეშის თაობაზე ერთ-ერთ ინგლისურ კლუბს მოუმართავს. გონსალო ხვალ მიფრინავს. ეს ინგლისური კლუბი მის სანაცვლოდ ისეთ თანხას გვთავაზობს, რომ უარს ვერ ვიტყოდით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
