მადრიდის „რეალის“ 34 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოქროს ბურთის“ მოპოვება მისი ბავშვობის ოცნებაა. „ოქროს ბურთის მოგება? ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდოთ შედეგებს. სხვა მხრივ, ამ პრიზის მოპოვება ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მგონი ახლა არც ისე შორს ვარ ამ ნატვრის ასრულებასთან“, – თქვა ბენზემამ. შეგახსენებთ, რომ ქარიმი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში უკვე ოთხი გატანილი...
საქართველომ ევროპა წაგებით გახსნა
ხორვატიაში დაიწყო წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩერნოგორიასთან 11:14 დათმო. ჩერნოგორიელები მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, დასაწყისიდანვე მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და ტაიმი 9:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი, როდესაც დეიან სტანოიევიჩის გუნდი ათამაშდა და სხვაობა მინიმუმამდე (8:9) დაიყვანა. მომდევნო შეტევაში გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ არ გამოვიდა, რაც მეტოქემ არ გვაპატია და ბოლო...
პოგბას ძმა 13 მილიონს სძალავს
პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ბავშვობის მეგობრები შანტაჟს უწყობენ, 13 მილიონ ევროს სძალავენ. ამას წინ უძღოდა ფეხბურთელის ძმის მატიას პოგბას მუქარა, იმ ინფორმაციას გავხეთქავ, რომელიც ჩემი ძმის სახელს მთელს მსოფლიოში შელახავსო. 29 წლის პოგბამ პოლიციაში უჩივლა ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ფულს სთხოვს და ეუბნება, რომ ეს მისი 13-წლიანი დაცვის გასამრჯელოა. პარიზის ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიება დაადასტურეს. „ფრანს ინფომ”...
ლოსანოს ხვიჩას პასით გოლი უნდა გაეტანა
„ფიორენტინასთან” სტუმრად ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „მასპინძლებმა მაქსიმალური ძალისხმევით იბრძოლეს — შეხვედრა იყო ძალისმიერი და აგრესიული. ჩვენ კომბინაციებს კარგად ვაწყობდით, მაგრამ საგოლე პასები არ გვივარგოდა. ჯამში კარგად ვითამაშეთ, თუმცა კარში გადამწყვეტი დარტყმები ვერ შევასრულეთ. ერთი საოცარი შანსიც გვქონდა. ვფიქრობ, იმ ეპიზოდში ირვინგ ლოსანოს გატანა მართებდა, ასეთ დროს ბურთი კარში...
საქართველოსთვის სპლიტში პირველი მონტენეგროა
29 აგვისტოს, ხორვატიის ქალაქ სპლიტში, წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები მეხუთედ მოხვდა ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ევროპირველობაზე ჩვენი გუნდის დებიუტი 2014 წელს უნგრეთში შედგა და მე-12 ადგილი დაიკავა. 2016-ში, სერბეთში, მე-14 პოზიციაზე გავიდნენ. 2018-ში, ესპანეთში – მეცამეტეზე. 2020 წელს, ისევ უნგრეთში ნაჩვენები მე-10 ადგილი კი, ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესოა. თუმცა, ამ შედეგის...
უკვე 7
23-ე ტურმა ორი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და სატურნირო ცხრილშიც რაღაც-რაღაცეები შეიცვალა. პირველი მოულოდნელობა ერთი მოულოდნელობა საგურამოში მოხდა, სადაც განწირულმა აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიდერ „ბათუმს“ ქულები დააკარგვინა. ეგ კი არა, „რკინიგზელებმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ძებნიაურის თერთმეტმეტრტიანით გახსნეს ანგარიში. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, და გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლეს. გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ეს მისთვის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში,...
საქართველოს ბოლო არ ეყო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თორნიკე შენგელიას გარეშე იტალიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა და 84:91 დამარცხდა. ეს იყო ილიას ზუროსის გუნდის მეორე მატჩი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოვუხერხეთ დაცვას და პერიმეტრს – იტალიელებმა 16 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ვერ მოვიგეთ ფარიც, ბევრი გვქონდა დაკარგვაც. მთლიანობაში კი,...
ჟოზე თუთაშხია
„რა საოცრად წავიდა,” — ეუბნება გაოგნებული გრაფი სეგედი მუშნი ზარანდიას, როდესაც რესტორანში მათ პირდაპირ მაგიდასთან მჯდომ დათა თუთაშხიას ფაშფაშა ქალი ჩაუვლის და აბრაგი ამით ისარგებლებს, გაიპარება. ნეტავ რამდენი რეპეტიცია და დუბლი დასჭირდათ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს, მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს ეს ეფექტური კადრი რომ გამოსვლოდათ. ლაპარაკია ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას” ცნობილ ეკრანიზაციაზე. „რომას” მწვრთნელმა ჟოზე...
კვარა, შენ მონსტრი ხარ!
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე” „ფიორენტინას” ხვდება. პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელ ფანებში დიდი ოპტიმიზმია. გულშემატკივრები იმედით შეჰყურებენ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღესაც. „აძურის” ნეაპოლის ცენტრალურ სადგურზე ოცზე მეტი გულშემატკივარი აცილებდა. calciomercato წერს, რომ მათი შეძახილებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ორი. პირველ შემთხვევაში მათ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაინახეს და დაუძახეს: „მიდი მისტერ,...
ქართული სტარტი – პენალტიც და ლელოც
საფრანგეთში შიდა სარაგბო სეზონი დაიწყო და პრო დ2-ის პირველივე ტურში ერთბაშად 21-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა! უფრო სწორად, 21 კაცი გუნდების განაცხადში იყო, თუმცა თამაშით 20-მა ითამაშა – „ბეზიეს“ ბურჯი გიორგი ახალაძე სულ ბოლო მომენტში გუნდის განაცხადში სამარქაფო კვაჭად შეიყვანეს, თუმცა მწვრთნელმა აღარ გარისკა და ახალაძე უჩვეულო პოზიციაზე შემცვლელად მაინც არ შეიყვანა. იყო არაერთი დებიუტანტიც –...









