„ფიორენტინასთან“ მატჩამდე „ნაპოლიმ,“ თავის „დიეგო მარადონაზე“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა დაბალლიგელ „იუვე სტაბიასთან“ და 3:0 გაიმარჯვა. ლუჩანო სპალეტიმ ექსპერიმენტული შემადგელობით ითამაშა. ძირითადის ფეხბურთელები ამჯერად მაყურებლების როლში გახლდნენ, მინდორზე კი სათადარიგოები და ახალწვეულები: ნდომბელე, რასპადორი, სიმეონე და სირიგუ იყვნენ. ამ დღეს მათ წარდგენასთან ერთად დებიუტიც გამუვიდათ. ნდომბელემ ძალიან ლამაზო გოლიც გაიტანა. ასევე თავი ამბროზინომ და ძერბინმა გამოიჩინეს.
„ნაპოლის“ შემადგენლობა ასეთი გახლდათ: სირიგუ (მარფელა 77), ძანიოლი (მარკიზანო 77), ესტიგორი (დ’ავინო 77), ჟუან ჟესუსი (ობარეტინი 77), ოლივერა ( ზედადკა 77), ნდომბელე (ლაკარინო 77), ელმასი (გაეტანო 46), პოლიტანო (ძერბინი 46), რასპადორი (რუსო 77), ონასი (სპავონე 77), სიმეონე (ამბროზინო 77)
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ ესტუმრება 28 აგვისტოს. მატჩი თბილისის დროით 22 სათსა 45 წუთზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
