რატომ უნდა ითამაშოს სიტიმ ბარსელონაში?

Home აქეთურ-იქითური რატომ უნდა ითამაშოს სიტიმ ბარსელონაში?
რატომ უნდა ითამაშოს სიტიმ ბარსელონაში?

All proceeds from the match are set to go to Fundacion Luzon, an ALS research charity (Image: Alamy)პრემიერლიგის სეზონი ხურდება. ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ” შესანიშნავად დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველ შეხვედრაში დაამარცხა „ვესტ ჰემი” 2:0, ხოლო მეორეში „ბორნმუთი” 4:0. მანკუნიანელებს მომდევნო მატჩი „სენტ ჯეიმსის პარკზე” „ნიუკასლ იუნაიტედთან” უწევთ, მერე კი… ბარსელონაში მიემგზავრებიან, სადაც ოთხშაბათს „კამპ ნოუზე” ამხანაგური სანახაობა უნდა მოაწყონ.

ამ შეხვედრის შესახებ „ბარსამ” ჯერ კიდევ ივნისში, პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. პრეს-კონფერენციას კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და… გვარდიოლა ესწრებოდნენ — კატალონიელთა ყოფილი და „სიტის” ახლანდელი მწვრთნელი. მათთან ერთად იყო ყოფილი მეკარე ხუან კარლოს უნსუე, რომელსაც გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდასტურდა. და დაგეგმილი შეხვედრით მიღებული მთელი შემოსავალი სწორედ ამ დაავადებასთან მებრძოლ საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.

„ეს ჩვენთვის დიდი პატივია, — თქვა მაშინ გვარდიოლამ, — გვინდა მადლობა გადავუხადოთ „ბარსელონას” ამ შესანიშნავ სტადიონზე მოპატიჟებისთვის. ფეხბურთელებს ავუხსნით, თუ რატომ არის შეხვედრის ჩატარება აუცილებელი. ამის შესახებ უნსუემაც ილაპარაკა. ასეთი თამაშის ინიციატივა ადასტურებს, რომ საუკეთესოები (ალბათ კატალონიელები იგულისხმა) ვართ”.

და სანამ გვარდიოლას კატალონიური პატრიოტიზმი აღმაფრენას განიცდის, ინგლისურ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ბევრი კომენტარი, სადაც გულშემატკივარი მარტივად რომ ვთქვათ დაბნეულია. ქომაგებს ვერ გაუგიათ, რატომ უნდა ჩაემატებინა ისედაც საშინლად გადატვირთულ გრაფიკში გუნდს კიდევ ერთი თამაში, თან მანჩესტერიდან 1384 კილომეტრის (ფრენის მანძილია) მოშორებით.

ბუნებრივია, გვარდიოლა შეხვედრის ორგანიზატორებს დაპირდა, რომ „კამპ ნოუზე” უძლიერეს შემადგენლობას ათამაშებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.