ბრიტანელი მილიარდერი სერ ჯიმ რეტკლიფი ადასტურებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა უნდა. რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ იმავე კლუბის შეძენა სურს ილონ მასკსაც და მან ამის შესახებ ტვიტერში დაწერა კიდეც, ეს ექსცენტრული ბიზნესმენის ხუმრობა გამოდგა, რაც თავად აღიარა. ერთი ხნის მერე მასკმა დატვიტა, სპორტულ კლუბებს არ ვყიდულობო.
რეტკლიფი მრავალფუნქციური ქიმიური ინდუსტრიის კორპორაციის Ineos-ის მფლობელია. ის აპირებს „იუნაიტედთან” დაკავშირებით მის ახლანდელ პატრონებს, ამერიკელ ძმებს გლეიზერებს დაელაპარაკოს. რეტკლიფის პრეს-სპიკერმა თქვა: „თუ კლუბი იყიდება, ჯიმი მას ნამდვილად შეიძენს”.
ბრიტანელი ბიზნესმენი, რომლის ქონება 13 მილიარდ დოლარს უდრის, მას მერე გააქტიურდა, რაც „ბლუმბერგმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლეიზერები „იუნაიტედის” მინორიტარულ პაკეტს ყიდიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
